დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • რა წონებით უნდა ივარჯიშონ დამწყებებმა.

დამწყებებისთვის

18 თებ

რა წონებით უნდა ივარჯიშონ დამწყებებმა.

  • In დამწყებებისთვის

მასაზე ვარჯიშისას წონა ისე უნდა შეარჩიოთ, რომ შეძლოთ მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 12 გამეორება. თუ თქვენ ვერ აკეთებთ 8 გამეორებას ე.ი. სავარჯიშო წონა არის დიდი და წონას უნდა დააკლოთ, ხოლო თუ თქვენ აკეთებთ 12 გამეორებაზე მეტს ე.ი. სავარჯიშო წონა არის პატარა და წონას უნდა მოუმატოთ. რატომ 8-12 და არა 15-20, ან სულაც 2-7 გამეორება? კუნთის ზრდაზე მოქმედებს 4 ფაქტორი, ესენია:

1. ამინომჟავები, რომლებიც არის კუნთის საშენი მასალა და რომელსაც ვიღებთ საკვებიდან.

2. ანაბოლური ჰორმონები, ტესტოსტერონი და ზრდის ჰორმონი, რომლებიც ზრდის კუნთს და გამოიყოფა ძლიერი სტრესის დროს, როცა ვწევთ მძიმე წონას, ან როცა განვიცდით ტკივილს.

3. თავისუფალი კრეატინი, რომელიც ვარჯიშის დროს გამოთავისუფლდება კრეატინფოსფატიდან. კრეატინი და ჰორმონები მოქმედებენ უჯრედის დნმ-ზე, ხსნიან დნმ-ის ინფორმაციას და იწყება ცილის მშენებლობა.

4. წყალბადის იონები, მისი ზომიერი რაოდენობა ეხმარება ჰორმონებს გახსნას დნმ-ის ინფორმაცია და დაიწყოს ცილის სინთეზი. წყალბადის იონების ზედმეტი რაოდენობა კი ანადგურებს შლის კუნთებს.

ამ 4 ფაქტორიდან პირველი დამოკიდებულია კვებაზე და დანარჩენი სამი ვარჯიშის ხასიათზე. სინამდვილეში მნიშვნელობა გამეორებების რაოდენობას კი არ აქვს, არამედ კუნთის დატვირთვის ქვეშ დროის ხანგრძლივობას, რაც 20-40 წამს უნდა გაგრძელდეს. დროის ამ მონაკვეთში ხდება ჰორმონების, თავისუფალი კრეატინის და წყალბადის იონების ოპტიმალური რაოდენობის გამოყოფა, მეტი დროით დატვირთვის შემთხვევაში წყალბადის იონები შლის კუნთს. მნიშვნელოვანია ასევე სავარჯიშო წონა, რადგან პატარა წონით კუნთი ვერ მიიღებს საკმარის სტრესს, რომ მოხდეს ჰორმონების სეკრეცია. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური მაინც 8-12 გამეორებაა კუნთის გათიშვამდე, როცა დატვირთვის ხანგრძლივობა და სავარჯიშო წონა საკმარისია რომ კუნთი გაიზარდოს.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.