ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა
ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები ონლაინ
ფიტნესის სკოლა აცხადებს მიღებას ფიტნეს ინსტრუქტორის/პერსონალური მწვრთნელის შემსწავლელ ონლაინ კურსებზე. თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოცდილება დამწყები და მოქმედი ფიტნეს ინსტრუქტორებისთვის.

რას შეისწავლით კურსზე
- 01ადამიანის ანატომია
- 02ბიომექანიკის საფუძვლები
- 03ფიზიოლოგიის საფუძვლები
- 04სწორი კვება
- 05ძალისმიერი, კარდიო და გამაჯანსაღებელი ვარჯიშის პრინციპები
- 06ვარჯიშების პროგრამების შედგენა
- 07ქალთა ფიტნესის თავისებურებები
- 08საკვები დანამატები
ჩვენი უპირატესობა
- დისტანციური ონლაინ სწავლება
- ინდივიდუალური სწავლება
- ლოიალური ფასები
- საავტორო პროგრამა
- პრაქტიკები და სტაჟირება დარბაზში
დისტანციური კურსები მათთვის, ვინც აპირებს აითვისოს ახალი პროფესია, ასევე მოქმედი მწვრთნელებისა და ინსტრუქტორების მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე
რამდენი ხანი გრძელდება ერთი კურსი?
სამი თვის განმავლობაში გაივლით თეორიულ მასალას და კლიენტთან მუშაობის პრაქტიკას. 3-თვიანი კურსის შემდეგ, სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გვაქვს 6-თვიანი და 9-თვიანი მოწინავე დონის სრული კურსი.
რა ინტენსივობით ტარდება ტრენინგები?
ტრენინგები ტარდება კვირაში 3-ჯერ, ტრენინგის ხანგრძლივობაა 1 საათი.
რამდენია კურსის საფასური?
სწავლის საფასური შეადგენს თვეში 200 ლარს, 3-თვიანი სრული კურსის ღირებულებაა 600 ლარი.
გაიცემა თუ არა სერტიფიკატი?
დიახ, 3-თვიანი საბაზისო კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ფიტნეს ინსტრუქტორის სერტიფიკატი.
დარეგისტრირდით კურსზე
შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.