ჩვენს შესახებ

1996

დაარსდა · 1996

ფიტნეს ცენტრი „თიდანი“ დაფუძნდა 1996 წელს.

დამფუძნებლები

თინათინ ალადაშვილი და ირაკლი კენჭოშვილი

თიდანის ერთ-ერთი ფილიალი „თიდანი +“ მდებარეობს პოლიტკოვსკაიას 4-ში.

ბლოკური ტრენაჟორები

ჩვენ გთავაზობთ

  • უფასო კონსულტაცია და ფიტნეს-გამოკვლევა
  • ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა და კონსულტაცია სწორი კვების შესახებ
  • წონისა და პრობლემური ზონების მიზანმიმართული კორექცია
  • ხერხემლის ვარჯიშები
  • კუნთების ჰარმონიული განვითარება და გამკვრივება

ჩვენს ფიტნეს ცენტრში თქვენ მიიღებთ მაღალი დონის კვალიფიციურ რჩევას ვარჯიშთან და კვებასთან დაკავშირებით, ასევე იგრძნობთ თავს ადამიანურ და სასიამოვნო გარემოში.

პროგრამის შედგენა ხდება სხეულის წონის, პარამეტრების, მასის ინდექსის, კონსტიტუციის, ჩონჩხის, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ეტაპობრივად, შედეგების კონტროლისა და ანალიზის საფუძველზე, ხდება სავარჯიშო პროგრამების ცვლილება და დატვირთვის გაზრდა.

აქ ასევე ნახავთ სიმძიმეებით და ტრენაჟორებით ვარჯიშების სწორად შესრულების ტექნიკას, ვარჯიშებს ხერხემლისთვის, მოგცემთ რჩევებს სწორი კვების და სპორტული კვების დანამატების შესახებ.

გელოდებით როგორც გამოცდილ მოვარჯიშეებს, ისე მათ, ვინც დარბაზში ჯერ არასდროს ყოფილა.

ძალისმიერი დარბაზი
კრივის ზონა და TRX
თავისუფალი წონები

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ