დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვიტამინები და დანამატები
  • ვიტამინები და მიკროელემენტები ბოდიბილდინგში.

ვიტამინები და დანამატები

19 Feb

ვიტამინები და მიკროელემენტები ბოდიბილდინგში.

  • In ვიტამინები და დანამატები

ვიტამინები ბოდიბილდინგში.

ვიტამინების და მიკროელემენტების სინთეზი ორგანიზმს არ შეუძლია, ის მათ იღებს საკვებიდან.

ვიტამინები ააქტიურებენ ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ ქიმიურ პროცესებს. კუნთის ზრდა მათ გარეშე ვერ მოხდება, ვარჯიშის დროს ორგანიზმი მოითხოვს მეტ ვიტამინებს. თქვენ ვერ მიაღწევთ კარგ შედეგებს, თუ არ მიიღებთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს. ვიტამინების ზედმეტი დოზით მიღებაც არ შეიძლება. რაც უფრო კალორიულ და ცილებით მდიდარ საკვებს ვიღებთ, მით მეტია ორგანიზმში ვიტამინებზე მოთხოვნილება, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე. ვიტამინების კომპლექსები გამოიყენება ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის და ორგანიზმის აღდგენისთვის. ვიტამინების კომპლექსები მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდისთვის და სისხლის წარმოქმნისთვის, ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას, უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევას, ნორმალიზებას უკეთებს სასქესო ორგანოების, გულის და კუნთების ფუნქციონირებას. იცავს სპორტსმენს გადაღლისაგან და ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში. კარგია მხედველობისთვის, კანისთვის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის. აფართოებს სისხლძარღვებს. აუმჯობესებს უჯრედების მიერ ჟანგბადის ათვისებას. ეხმარება გლიკოგენის და კრეატინფოსფატის დაგროვებას კუნთებში და ღვიძლში. უზრუნველყოფს ორგანოებს და ქსოვილებს ჟანგბადით. აუცილებელია გლუკოზის ასათვისებლად, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში, უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის და კოლაგენის სინთეზს. იყენებენ გაციების და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ვიტამინების კომპლექსები პოლივიტამინების გარდა შეიცავს მინერალებს და მიკროელემენტებს.

მინერალები ბოდიბილდინგში.

მინერალები არაორგანული ნივთიერებებიადა ვიღებთ საკვებიდან. უზრუნველყოფენ ნერვულ გამტარობას, კუნთების შეკუმშვას, წყლოვან-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგიის გამომუშავებას, კალციუმი და ფოსფორი შედის ძვლოვან ქსოვილში, თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. მინერალები იყოფა მიკრო და მაკრო ელემენტებად. მაკროელემენტებია – კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და ნატრიუმი. მათ ორგანიზმი მოიხმარს დღე-ღამეში 200 მგრამ-ზე მეტს. მიკროელემენტებია – ქრომი, კობალტი, სპილენძი, რკინა, სელენი, კრემნიუმი, თუთია (ცინკი) და სხვა. მათი დღიური მოთხოვნილება ორგანიზმისთვის 200 მილიგრამზე ნაკლებია. ბბ-ის ორგანიზმი მოითხოვს მეტ მინერალებს და ვიტამინებს. უჯრედებს შორის, ასევე შიგ უჯრედებში არის სითხე, რომელშიც გარეულია ელექტრულად დამუხტული მინერალები (ელექტროლიტები). ისინი არეგულირებენ წყლის ბალანსს უჯრედის მემბრანის ორივე მხარეს, ასევე უზრუნველყოფს კუნთის შეკუმშვას ნერვულ ქსოვილებში სიგნალების გადაცემის გზით. ელექტროლიტური ბალანსი აუცილებელია. ორი მთავარი ელექტროლიტია: ნატრიუმი და კალიუმი. ნატრიუმი არეგულირებს უჯრედებსშორის სითხის ბალანსს, კალიუმი შიგ უჯრედებში სითხის ბალანსს. ნატრიუმს ორგანიზმი იღებს მარილიდან. დღიური ნორმა არის 5 გრ. ნატრიუმი გამოიყოფა ოფლის სახით. ნატრიუმის ნაკლებობა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა ინტენსიურმა ვარჯიშმა ან მარათონმა. დიდი რაოდენობით წყლის მიღებაც არ შეიძლება. კალიუმი არეგულირებს წყლის ბალანსს უჯრედების შიგნით. ის ხელს უწყობს ნორმალურ გულისცემას, კუნთის შეკუმშვას, არეგულირებს წნევას და აწვდის უჯრედებს საკვებ ნივთიერებებს. ორგანიზმს არ შეუძლია შექმნას მისი მარაგი. ამიტომ უნდა მივიღოთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები მაგ. ბანანი, ფორთოხალი, პომიდორი. დღე-ღამეში გვჭირდება 2 გრ. კალიუმი, რასაც ვიღებთ ხილიდან და ბოსტნეულიდან. შარდმდენები ორგანიზმიდან რეცხავს კალიუმს და სხვა ელექტროლიტებს. წყლის ბალანსის ასეთი დარღვევა სიცოცხლისთვის საშიშია.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.

  • November 15, 2022
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
ვიტამინი C – კვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი C-ს ნაკლებობა იწვევს კუნთების დაკარგვას, ხოლო თუ მივიღებთ დღეში 100-150 მგრ....
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
November 14, 2022
4 დანამატი, რომელიც გჭირდება მასის ზრდისთვის.
November 10, 2022
მაგნიუმი.
March 20, 2022

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.