რა არის გლიკოგენი.

გლიკოგენი არის რთული ნახშირწყალი (პოლისაქარიდი), ის წარმოიქმნება ღვიძლში ზედმეტი შაქრისაგან, რომელიც იშლება გლუკოზის მოლეკულებად და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში გარდაიქმნება გლიკოგენად. ამ პროცესს ეწოდება გლიკოგენეზი.
ორგანიზმში გლიკოგენი ინახება ღვიძლში და კუნთებში.
გლიკოგენის ფუნქცია
როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ეცემა (ვარჯიშის ან შიმშილის დროს), გლიკოგენი სწრაფად იშლება უკან გლუკოზად, ამას გლიკოგენოლიზი ეწოდება და გამოიყოფა სისხლში, ან გამოიყენება უშუალოდ კუნთების მიერ.
ტვინის კვება: ღვიძლის გლიკოგენი მნიშვნელოვანია ტვინის გლუკოზით მომარაგებისთვის, რადგან ტვინი ენერგიის ძირითად წყაროდ გლუკოზას იყენებს.
ორგანიზმს შეუძლია დააგროვოს გლიკოგენის 12-48 სთ-ის მარაგი. 70 კგ-იანი მამაკაცის ორგანიზმი ინახავს 1600-2000 კკალ. (400-500 გრ.) ნახშირწყალს.
გლიკოგენის მარაგის განაწილება
1. კუნთის გლიკოგენი: დაახლოებით 300-400 გრამი.
ფუნქცია: ენერგიის წყარო კუნთებისთვის ფიზიკური აქტივობის დროს. უშუალოდ სისხლში არ გამოიყოფა სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად.
2. ღვიძლის გლიკოგენი: დაახლოებით 80-120 გრამი.
ფუნქცია: იშლება გლუკოზად და გამოიყოფა სისხლში, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მუდმივი დონის შენარჩუნებას კვებათა შორის პერიოდში ან შიმშილის დროს.
3. სისხლის გლუკოზა: 20 გრ.