რა არის გლიკოგენი?

გლიკოგენი არის რთული ნახშირწყალი (პოლისაქარიდი), რომელიც წარმოადგენს გლუკოზის შენახვის ფორმას ადამიანის ორგანიზმში. იგი სინთეზდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში გლუკოზა ჭარბად არის წარმოდგენილი — ძირითადად საკვების მიღების შემდეგ.
ამ პროცესს ეწოდება გლიკოგენეზი — როდესაც გლუკოზის მოლეკულები ერთიანდება და გარდაიქმნება გლიკოგენად.
გლიკოგენი ძირითადად გროვდება ორ ადგილას:
- ღვიძლში
- კუნთებში
➤ გლიკოგენის ფუნქცია
გლიკოგენის მთავარი ფუნქციაა ენერგიის სწრაფი უზრუნველყოფა.
როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ეცემა (მაგალითად, შიმშილის ან ფიზიკური დატვირთვის დროს), გლიკოგენი იშლება გლუკოზად. ამ პროცესს ეწოდება გლიკოგენოლიზი.
აქ მნიშვნელოვანია განსხვავება:
- ღვიძლის გლიკოგენი იშლება გლუკოზად და გადადის სისხლში, რათა შეინარჩუნოს სტაბილური შაქრის დონე
- კუნთის გლიკოგენი გამოიყენება უშუალოდ კუნთებში ენერგიისთვის და არ გადადის სისხლში
➤ ტვინი და გლიკოგენი
ტვინი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს გლუკოზას. სწორედ ამიტომ, ღვიძლის გლიკოგენი კრიტიკულად მნიშვნელოვანია — ის უზრუნველყოფს ტვინის უწყვეტ ენერგომომარაგებას კვებებს შორის პერიოდში.
➤ გლიკოგენის მარაგი ორგანიზმში
საშუალოდ, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია დააგროვოს გლიკოგენის მარაგი დაახლოებით 12–24 საათისთვის,
70 კგ წონის ადამიანში გლიკოგენის საერთო მარაგი შეადგენს დაახლოებით:
- 400–500 გრამს, რაც უდრის დაახლოებით 1600–2000 კკალ–ს
➤ გლიკოგენის მარაგის განაწილება
1. კუნთის გლიკოგენი — 300–400 გრამი
ფუნქცია:
ენერგიის მთავარი წყარო კუნთებისთვის ფიზიკური დატვირთვის დროს.
არ მონაწილეობს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციაში.
2. ღვიძლის გლიკოგენი — 80–120 გრამი
ფუნქცია:
იშლება გლუკოზად და გამოიყოფა სისხლში, რათა შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სტაბილური დონე შიმშილის ან კვებებს შორის პერიოდში.
3. სისხლის გლუკოზა — დაახლოებით 4–5 გრამი
✅ დასკვნა
გლიკოგენი არის ორგანიზმის „ენერგიის საცავი“, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის დროს. მისი რაოდენობა პირდაპირ გავლენას ახდენს ვარჯიშის შესრულებაზე, გამძლეობაზე და აღდგენაზე.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

