პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობენ ხელს.
არის პროდუქტები, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას/მეტაბოლიზმს, მათ ათვისებაზე ორგანიზმი ბევრ კალორიას წვავს.
მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც წვავს ცხიმს. მისი სინთეზისათვის საჭიროა ორგანიზმს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის მაგნიუმი, ვიტამინი ც, იოდი, ამინომჟავები ლ კარნიტინი, მეთიონინი და ტაურინი.
გახდომისთვის აუცილებელია რაციონში შევიტანოთ:
ბოსტნეული: კომბოსტო, სალათის ფურცელი, გოგრა, ბროკოლი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი.
ხილი: მჟავე ხილი, მწვანე ვაშლი, ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, კენკროვანები მაყვალი, მარწყვი, მალინა, ციტრუსები ლიმონი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი.
ეს პროდუქტები შეიცავენ უჯრედისს, საკვებ ბოჭკოებს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს და რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.
ქათმის მკერდის თეთრი ხორცი, საქონლის, ინდაურის ხორცი, შეიცავს ცილას, რომლის გადასამუშავებლად ორგანიზმი ხარჯავს დიდ ენერგიას.
წიწიბურა და სხვა გადაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, საკვებ ბოჭკოებს, რომელთაც გამოაქვთ ტოქსინები და მავნე ნივთიერებები, ქოლესტერინი, შაქარი, ცხიმი, რითაც ხელს უწყობს ცხიმის წვას.
სატაცური შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას.
მცენარეული ზეთი, უმჯობესია ზეითუნის ზეთი. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ლეპტინის გამომუშავებას, რომელიც ამცირებს მადას. ორგანიზმი არ დაიწყებს ცხიმის წვას თუ გარედან არ მიიღო ცხიმი. დღეში 30 გრ. მცენარეული ზეთი საკმარისია.
გრეიპფრუტი. შეიცავს ცოტა შაქარს და ბევრ მჟავებს, რომლებიც აძლიერებს ცხიმის დაშლას და გამოდევნას ორგანიზმიდან. დღეში 400 გრ. გრეიპფრუტი დაყავით და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
ზღვის კომბოსტო, ლამინარია. შეიცავს უჯრედისს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შეიცავს იოდს და არის საუკეთესო ფარისებრი ჯირკვალისთვის, ფარისებრი კი აძლიერებს მეტაბოლიზმს.
მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც აძლიერებს მეტაბოლიზმს და გამოაქვს ტოქსინები. მწვანე ჩაი არ უნდა მივიღოთ 3 ფინჯანზე მეტი, რადგან შეიცავს ბევრ კოფეინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე.