რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა სატრენაჟორი დარბაზში ვარჯიშისას.
სანამ დაიწყებენ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშს, ქალებმა უნდა გაითვალისწინონ რამოდენიმე რეალობა, რის გარეშეც ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს.
რეალობა 1. რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ ქალებმა კუნთის მასის მომატებაზე, ვერც კი მიუახლოვდებიან მამაკაცის ფორმებს, ამის მიზეზი არის ტესტოსტერონი, ჰორმონი, რომელიც მამაკაცებს გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე ქალებს და რომელიც პასუხს აგებს კუნთის ზრდაზე.
რეალობა 2. ქალებს უფრო მაღალი აქვთ ესტროგენების დონე, რის გამოც მეტად არიან მიდრეკილი ცხიმის დაგროვებისკენ. ძალისმიერი ვარჯიშები კუნთის მასას ზრდის, აუმჯობესებს ქალის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას. თუმცა აერობული და კარდიო ვარჯიშების გარეშე ცხიმს ვერ დაწვავთ.
რეალობა 3. ქალის ორგანიზმი 8 – 10 % – ით მეტ ცხიმს შეიცავს ვიდრე მამაკაცის. ამიტომ ქალებმა უნდა აკეთონ მეტი კარდიო აერობული ვარჯიშები, გამოიყენონ წრიული ვარჯიში, სუპერსეტები და სხვა მეთოდები ცხიმის დასაწვავად.
რეალობა 4. ქალის ვარჯიშზე უარყოფითად მოქმედებს კრიტიკული დღეები, რაც აფერხებს სავარჯიშო პროცეს.
რეალობა 5. ქალები არიან უფრო ამტანები და ნაკლებს წუწუნებენ ვარჯიშის დროს ვიდრე მამაკაცები. ამიტომ ისინი მეტად უძლებენ ინტენსიურ და დატვირთულ ვარჯიშებს, ვიდრე მამაკაცები.
რა მოთხოვნები აქვთ ქალებს საკუთარ სხეულთან:
მკვრივი ხელები, რომ არაფერი არ იყოს ჩამოკიდებული.
მკვრივი დუნდულები. ბრტყელი მუცელი. ლამაზი ფორმის აწეული მკერდი.
სწორედ ამ პრობლემების გამოსწორებაზე უნდა იზრუნონ ქალებმა სატრენაჟორო დარბაზში.