რისგან ჩნდება კუნთების ასიმეტრია.
ალბათ ყველას შეგვიმჩნევია, განტელებით ვარჯიშისას ერთი ხელით მეტი გამეორების გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე მეორეთი. ან ვხედავთ, რომ ერთი ბიცეპსი უფრო დიდია ვიდრე მეორე, ხოლო მკერდის ერთი მხარე ჩამორჩება მეორე მხარეს. ვარჯიშისას ეს ასიმეტრია უფრო იგრძნობა, როცა ერთი მხარე წამყვანია, მეტ დატვირთვას იღებს თავის თავზე, შედეგად სიმეტრიული კუნთები არათანაბრად იტვირთება.
ასიმეტრია შეიძლება გამოვლინდეს:
კონკრეტულ სპორტის სახეობაში: ჩოგბურთი, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა, მშვილდოსნობა და სხვა – ეს არის ბიომექანიკური მიზეზი. ვისაც აქვთ სხვადასხვა ზომის კიდურები, ან ხერხემლის გამრუდება.
იდეალური სიმეტრია იშვიათია. ეს აიხსნება იმით, რომ დაბადებამდე ნაყოფი არის მოკუნტულ მდგომარეობაში ცალ მხარეზე. სქოლიოზი აქვს ყველას, განსხვავება მის ხარისხშია, ზოგს მეტად აქვს გადახრა ნორმიდან.
კუნთების ასიმეტრია.
სახსრები ურთიერთსაწინააღმდეგოდ განლაგებული კუნთებითაა გარშემორტყმული. კუნთოვანი დისბალანსი იჩენს თავს, როცა მოწინააღმდეგე კუნთები არის სხვადასხვანაირად დაჭიმული, ან მოდუნებული.
ასიმეტრია შეიძლება იყოს სხვადასხვა:
წინა და უკანა – მაგ. ზურგი და მკერდი. მარცხენა და მარჯვენა – როცა ერთი ხელი/ფეხი დიდია მეორეზე.
სხეულის ზედა და ქვედა ნაწილი – როცა ტანი დიდია და ფეხები წვრილი.
კუნთის ჯგუფებს შორის ასიმეტრია შეიმჩნევა:
წვივები – ხელები. ბიცეპსი – ტრიცეპსი. ტრაპეციები – მხრები. მხრების კუნთების კონები (წინა, შუა და უკანა). ტრიცეპსის კონები (ლატერალური, მედიალური და გრძელი). წინამხარი და ხელის ზედა ნაწილი.
როგორც კი ვიწყებთ ვარჯიშს, ტვინი თვითონ წყვეტს რომელ მხარეს უფრო ადვილად შეუძლია დატვირთვის აღება. შესაბამისად ადგენს მოქმედების უკეთეს მიმართულებას, რის შედეგადაც ძალის მომატებაც და კუნთის ზრდაც არათანაბრად მიმდინარეობს. რომელი მხარეც უფრო მეტად დატვირთულია, ის მხარე უფრო ვითარდება. აი ასე ჩნდება კუნთების ასიმეტრია.