დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობენ ხელს.

გახდომა

09 Mar

პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობენ ხელს.

  • In გახდომა, კვება

არის პროდუქტები, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას/მეტაბოლიზმს, მათ ათვისებაზე ორგანიზმი ბევრ კალორიას წვავს.

მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად აუცილებელია ზრდის ჰორმონის გამომუშავება, რომელიც წვავს ცხიმს. მისი სინთეზისათვის საჭიროა ორგანიზმს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის მაგნიუმი, ვიტამინი ც, იოდი, ამინომჟავები ლ კარნიტინი, მეთიონინი და ტაურინი.

გახდომისთვის აუცილებელია რაციონში შევიტანოთ:

ბოსტნეული: კომბოსტო, სალათის ფურცელი, გოგრა, ბროკოლი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი.
ხილი: მჟავე ხილი, მწვანე ვაშლი, ქლიავი, ალუჩა, ტყემალი, კენკროვანები მაყვალი, მარწყვი, მალინა, ციტრუსები ლიმონი, გრეიპფრუტი, ფორთოხალი.
ეს პროდუქტები შეიცავენ უჯრედისს, საკვებ ბოჭკოებს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს და რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.

ქათმის მკერდის თეთრი ხორცი, საქონლის, ინდაურის ხორცი, შეიცავს ცილას, რომლის გადასამუშავებლად ორგანიზმი ხარჯავს დიდ ენერგიას.

წიწიბურა და სხვა გადაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს ბევრ ვიტამინს, მიკროელემენტს, საკვებ ბოჭკოებს, რომელთაც გამოაქვთ ტოქსინები და მავნე ნივთიერებები, ქოლესტერინი, შაქარი, ცხიმი, რითაც ხელს უწყობს ცხიმის წვას.

სატაცური შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას.

მცენარეული ზეთი, უმჯობესია ზეითუნის ზეთი. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ლეპტინის გამომუშავებას, რომელიც ამცირებს მადას. ორგანიზმი არ დაიწყებს ცხიმის წვას თუ გარედან არ მიიღო ცხიმი. დღეში 30 გრ. მცენარეული ზეთი საკმარისია.

გრეიპფრუტი. შეიცავს ცოტა შაქარს და ბევრ მჟავებს, რომლებიც აძლიერებს ცხიმის დაშლას და გამოდევნას ორგანიზმიდან. დღეში 400 გრ. გრეიპფრუტი დაყავით და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.

ზღვის კომბოსტო, ლამინარია. შეიცავს უჯრედისს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შეიცავს იოდს და არის საუკეთესო ფარისებრი ჯირკვალისთვის, ფარისებრი კი აძლიერებს მეტაბოლიზმს.

მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც აძლიერებს მეტაბოლიზმს და გამოაქვს ტოქსინები. მწვანე ჩაი არ უნდა მივიღოთ 3 ფინჯანზე მეტი, რადგან შეიცავს ბევრ კოფეინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე.

Tags:გახდომაცხიმის წვა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.