რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა სატრენაჟორი დარბაზში ვარჯიშისას.

ეს სტატია დაეხმარება ქალებს სწორად დაგეგმონ ვარჯიში – აირიდონ ტრავმები, უსარგებლო დატვირთვები და მაქსიმალურად გაიუმჯობესონ სხეულის ფორმები.
შედეგი რომ ისეთი იყოს, როგორიც თავად ქალებს სურთ: ჰარმონიული ფორმები, ტონუსი, სიმკვრივე და ჯანმრთელობა – აუცილებელია რამდენიმე რეალური ფაქტორის გათვალისწინება:
რეალობა 1 – ქალებში კუნთოვანი მასის ზრდა ზომიერია
რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ ქალებმა კუნთის მასის მომატებაზე, ვერც კი მიუახლოვდებიან მამაკაცის ფორმებს. ამის მიზეზია ჰორმონი ტესტოსტერონი, რომელიც მამაკაცებს გაცილებით მეტი აქვთ ვიდრე ქალებს და რომელიც პასუხს აგებს კუნთის ზრდაზე.
👉 ეს ნიშნავს, რომ ძალისმიერი ვარჯიში არის უსაფრთხო, ეფექტური და საუკეთესო საშუალება სხეულის ფორმების გასაუმჯობესებლად.
რეალობა 2 – ცხიმის წვა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას
ქალებს ბუნებრივად მაღალი აქვთ ესტროგენების დონე, რის გამოც მეტად არიან მიდრეკილი ცხიმის დაგროვებისკენ. ძალისმიერი ვარჯიში ზრდისკუნთის მასას, აუმჯობესებს ქალის მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას. თუმცა აერობული და კარდიო ვარჯიშების გარეშე ცხიმს ვერ დაწვავთ.
✔ ძალისმიერი ვარჯიში ზრდის მეტაბოლიზმს
✔ კარდიო და აერობული ვარჯიში წვავს ცხიმს
✔ კვება განსაზღვრავს საბოლოო შედეგს
👉 მხოლოდ პრესი ან „გვერდების ვარჯიში“ ცხიმს არ წვავს – აუცილებელია ძალისმიერი + კარდიო + სწორი კვება.
რეალობა 3 – ქალებს ბუნებრივად 8–10% მეტი ცხიმი აქვთ
ქალის ორგანიზმი 8 – 10 % – ით მეტ ცხიმს შეიცავს ვიდრე მამაკაცის. ეს ბიოლოგიური ნორმაა და არა პრობლემა. ცხიმი აუცილებელია ჰორმონალური ბალანსისთვის, კანისთვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის.
👉 შედეგის მისაღებად საუკეთესოა:
✔ კარდიო აერობული ვარჯიში
✔ წრიული ვარჯიში
✔ ინტერვალური ვარჯიში
✔ ძალისმიერი ვარჯიში ბევრი გამეორებით
ეს მეთოდები ზრდის კალორიის ხარჯვას და ეხმარება სხეულს ფორმების კორექციაში.
რეალობა 4 – მენსტრუალური ციკლი გავლენას ახდენს დატვირთვაზე
ქალის ვარჯიშზე უარყოფითად მოქმედებს კრიტიკული დღეები, რაც აფერხებს სავარჯიშო პროცესს.
👉 რეკომენდაცია:
✔ მსუბუქი კარდიო, გაწელვები
✔ საშუალო ინტენსივობის ძალისმიერი ვარჯიში
✔ ძლიერი ტკივილისას – დასვენება ან ზედა ტანის დღე
რეალობა 5 – ქალებს მაღალი გამძლეობა აქვთ
კვლევების მიხედვით ქალები არიან უფრო ამტანები და ნაკლებს წუწუნებენ კარდიო ვარჯიშის დროს, ვიდრე მამაკაცები.
👉 ამიტომ მათ უკეთ გამოსდით ინტენსიური, კარდიო აერობული და გამძლეობის ვარჯიშები.
ქალების ყველაზე გავრცელებული მიზნები
რა მოთხოვნები აქვთ ქალებს საკუთარ სხეულთან:
✔ მკვრივი ხელები – არაფერი არ იყოს ჩამოკიდებული
✔ მკვრივი დუნდულები
✔ ბრტყელი მუცელი
✔ ლამაზი ფორმის აწეული მკერდი
✔ გამოკვეთილი რელიეფი
✔ ჯანმრთელი ხერხემალი და სწორი პოზა
სწორედ ამ პრობლემების გამოსწორებაზე უნდა იზრუნონ ქალებმა სატრენაჟორო დარბაზში.
ეს ყველაფერი სრულად მიიღწევა სწორად დაგეგმილი პროგრამით.
დასკვნა
ძალისმიერი ვარჯიში ქალებისთვის უსაფრთხო, ეფექტური და აუცილებელია. სხეული არ გახდება „მასიური“, მაგრამ აუცილებლად გახდება:
✅ მკვრივი
✅ ელეგანტური
✅ გამძლე
✅ ენერგიული
✅ ჯანმრთელი
👉 სწორად შედგენილი პროგრამა და ზ. ჩ. ნიუანსების გათვალისწინება თითოეულ ქალს მისცემს ზუსტად იმ შედეგს, რასაც ელოდება დარბაზში ვარჯიშისგან.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

