10 ყველაზე კარგი პროდუქტი მასის მოსამატებლად.

1. კვერცხი.
👉 ერთი კვერცხი შეიცავს 6-7 გრამ ხარისხიან ცილას. ასევე 5 გრ. ჯანსაღ ცხიმებს, მათ შორის ომეგა 3-ს, A, D, E, B ჯგუფის ვიტამინებს, თუთიას, რკინას, სელენს, ფოსფორს, კალციუმს. კვერცხის გული შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
ყველა სასარგებლო ნივთიერება ადვილად შეითვისება მოხარშული კვერცხიდან.
2. ხაჭო.
👉 100 გრ. უცხიმო ხაჭოში 18 გრ. ცილაა. ხაჭო შეიცავს სწრაფ და ნელ ცილებს (კაზეინს). ასევე კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, B ჯგუფის ვიტამინებს.
3. ორაგული.
👉 100 გრ. ორაგული შეიცავს 20-22 გრ. ხარისხიან, ადვილად ასათვისებელ ცილას, ომეგა 3-ს და სხვა ჯანსაღ ცხიმებს, A, D, B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს სელენი, იოდი, კალიუმი, ფოსფორი.
4. საქონლის ხორცი.
👉 100 გრ. უმი ხორცი შეიცავს 20 გრ. ხარისხიან ცილას, მოხარშული 25 გრ. შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას, თუთიას, სელენს, ფოსფორს, კალიუმს. ასევე კრეატინს, კარნიტინს, ანტიოქსიდანტებს.
5. ქათმის თეთრი ხორცი.
👉 100 გრ. ქათმის თეთრი ხორცი შეიცავს 22-24 გრ. ცილას და მინიმალური ოდენობის (1-2 გრ.) ცხიმს. ასევე ფოსფორს, სელენს, ქლორს და კალიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს.
6. ბერძნული იოგურტი.
👉 100 გრ. უშაქრო იოგურტი შეიცავს 8–10 გრ. ცილას, 0%-დან 10%-მდე ცხიმს, 3–4 გრ. ნახშირწყალს. ასევე A, D, K და B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს.
7. რძე.
👉 100 გრ. მოდუღებული ძროხის რძე შეიცავს: 3.2 გრ. ცილას, 3.3 გრ. ცხიმს, 5 გრ. ნახშირწყლებს (ლაქტოზა), ასევე A, D და B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, სელენს.
8. თხილეული.
✅ თხილეული ძალიან მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნატურალურ საკვებად. საერთო შემადგენლობა ასეთია (ეს ეხება უმეტესობას: ნუში, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, ფისტა):
👉 100 გრამში საშუალოდ 15–25 გრ. ცილაა, ჯანსაღი ცხიმები (ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9) 45-60 გრ. შეიცავს ბოჭკოებს. ასევე A, E, B ჯგუფის ვიტამინებს. მინერალებს მაგნიუმს, პოტასიუმს, ფოსფორს, თუთიას, სელენს, ანტიოქსიდანტებს.
9. შვრია.
👉 100 გრამი მოხარშული შვრია შეიცავს 12 გრ, რთულ ნახშირწყლებს, უჯრედისს, 3 გრ. ცილას, ცხიმს 1 გრ. E და B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ფოსფორს, თუთიას, სელენს.
10. წიწიბურა.
👉 100 გრამი მოხარშული წიწიბურა შეიცავს 3,5 გრ. ცილას და 20 გრ. ნახშირწყალს, ცხიმს 0,6 გრ. ბოჭკოს 2-3 გრ. ასევე E და B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, თუთიას, კალიუმს, სელენს. არ შეიცავს გლუტენს.
✅ დამატებითი რჩევა:
👉 მიირთვით საკვები დღეში 4-5-ჯერ. კუნთოვანი მასის მოსამატებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ცილები, მნიშვნელოვანია ნახშირწყლების (ბურღულეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ხილი) და ჯანსაღი ცხიმების (ზეთი, კარაქი, ერბო) მიღება.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

