პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობენ ხელს.

ცხიმის წვა მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშით არ ხდება. არის პროდუქტები, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას, მათ ათვისებაზე ორგანიზმი ბევრ კალორიას წვავს.
👉 მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად აუცილებელია ზრდის ჰორმონი, რომელიც წვავს ცხიმს. მისი სინთეზისათვის საჭიროა ამინომჟავები არგინინი, ლიზინი, გლუტამინი, გლიცინი, მინერალები თუთია, მაგნიუმი, სელენი, ვიტამინები D3, B6, B12, ფოლატი.
გახდომისთვის აუცილებელია რაციონში შევიტანოთ:
ბოსტნეული: კომბოსტო, სატაცური, სალათის ფურცელი, გოგრა, ბროკოლი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, კიტრი, პომიდორი.
ხილი: მჟავე ხილი მწვანე ვაშლი, ქლიავი, ალუჩა, ტყემალი. კენკროვანები მაყვალი, მარწყვი, ჟოლო, ციტრუსები ლიმონი, გრეიპფრუტი.
👉 ეს პროდუქტები შეიცავენ უჯრედისს, საკვებ ბოჭკოებს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს და რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები.
ქათმის მკერდის თეთრი ხორცი, საქონლის, ინდაურის ხორცი, ორაგული, კვერცხი შეიცავს ცილას, რომლის გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს დიდ ენერგიას.
წიწიბურა, შვრია და სხვა გადაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს. ასევე საკვებ ბოჭკოებს, რომელთაც გამოაქვთ ტოქსინები და მავნე ნივთიერებები, ქოლესტერინი, შაქარი, ცხიმი, რითაც ხელს უწყობს ცხიმის წვას. ამცირებს შაქრის, ანუ სისხლში ინსულინის უეცარ აწევას, რაც ცხიმის დაგროვებას ბლოკავს.
მცენარეული ზეთი – უმჯობესია ზეითუნის ზეთი. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ლეპტინის გამომუშავებას, რომელიც ამცირებს მადას. ორგანიზმი არ დაიწყებს ცხიმის წვას თუ გარედან არ მიიღო ცხიმი. დღეში 30 გრ. მცენარეული ზეთი საკმარისია.
ავოკადო შეიცავს მონოუჯერი ცხიმებს, რომლებიც ხელს უწყობს შაქრის ნორმალიზებას სისხლში. ამცირებს მადას და გვაძლევს ენერგიას. ავოკადოში არის უამრავი ბოჭკო, რაც აჩქარებს საჭმლის მონელებას.
გრეიპფრუტი. შეიცავს ცოტა შაქარს და ბევრ მჟავებს, რომლებიც აძლიერებს ცხიმის დაშლას და გამოდევნას ორგანიზმიდან. დღეში 400 გრ. გრეიპფრუტი დაყავით და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ.
ზღვის კომბოსტო, ლამინარია. შეიცავს უჯრედისს, რითაც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. შეიცავს იოდს და არის საუკეთესო ფარისებრი ჯირკვლისათვის, ფარისებრი კი აძლიერებს მეტაბოლიზმს.
თხილეული (ნუში, თხილი, კაკალი) მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით (ომეგა-9), რაც ორგანიზმს აძლევს ენერგიას, მაგრამ არ ზრდის შაქრის დონეს. მცირე რაოდენობაც კი კარგად თრგუნავს მადას.
ჯანჯაფილი ბუნებრივი ცხიმმწველი პროდუქტია. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თერმოგენეზს. ეხმარება მონელებას და ამცირებს შეშუპებებს.
ყავა შეიცავს კოფეინს, რომელიც ზრდის ენერგიის ხარჯვას და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას უჯრედებიდან. საუკეთესო ეფექტს იძლევა შავი, უშაქრო ყავა. ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე განსაკუთრებით ეფექტურია.
მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც აძლიერებს მეტაბოლიზმს და გამოაქვს ტოქსინები. მწვანე ჩაი არ უნდა მივიღოთ 2 ფინჯანზე მეტი, რადგან შეიცავს ბევრ კოფეინს, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე.
როგორ მოქმედებს ეს პროდუქტები რეალურად?
მხოლოდ ამ პროდუქტების მიღებით შედეგს ვერ მიიღებთ. ეფექტურობა ჩნდება მაშინ, როცა:
✅ არის კალორიული დეფიციტი და ვარჯიშობთ –ძალისმიერი და კარდიოს კომბინაცია.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

