როგორ ჯობია ივარჯიშონ ქალებმა, თუ უნდათ რომ გახდნენ.
ხშირად ფიტნეს კლუბში ქალებს გახდომის მიზნით ავარჯიშებენ სიმძიმეებით, ძალისმიერი და კარდიო ტრენაჟორებით. როგორ ჯობია ივარჯიშონ ქალებმა თუ უნდათ რომ გახდნენ?
მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალების ფორმები უარესდება, არის კანქვეშა ცხიმი და იმისათვის, რომ გაიუმჯობესონ და დაუბრუნდნენ ძველ ფორმებს, საჭიროა ამ ცხიმის მოშორება, ან უფრო ზუსტად დაწვა.
ქალები სასწორით ცდილობენ აკონტროლონ სხეულის მდგომარეობა. მაგრამ წონის დაკლება არ ნიშნავს ფორმების შეცვლას უკეთესობისკენ. წონა შეიძლება დაიკლო სითხის ხარჯზე ან ცხიმის ნაცვლად დაწვა კუნთი, ამით თქვენი ფორმები არ გამოსწორდება, თქვენი ამოცანა ცხიმის დაწვაა და არა წონის დაკლება!
ქალებში ცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 30-35%, თუ გინდათ რომ კარგად გამოიყურებოდეთ.
ძალისმიერი ვარჯიშით ვითარდება კუნთი, ის იზრდება და მკვრივდება. ერთსაათიანი ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშით დახარჯავთ არაუმეტეს 200 – 300 კკალ–ას, რაც არის ძალიან მცირე თქვენს მიერ დღეში მიღებულ 2000 კკალ-თან შედარებით. ძალისმიერი ვარჯიში ორგანიზმისთვის არის ანაერობული დატვირთვა, რა დროსაც ცხიმი არ იწვება, მისი დანიშნულებაა კუნთის განვითარება და არ გამოადგებათ ქალებს გასახდომად.
ძალისმიერი ვარჯიში ქალებისათვის მიზანშეწონილია ცხიმის დაწვის შემდეგ.
კარდიო ტრენაჟორების დანიშნულებაა ცხიმის დაწვა ორგანიზმში. ცხიმის დასაწვავად საჭიროა არანაკლებ 50 წთ. ინტენსიური ვარჯიში, კარდიო ტრენაჟორებზე ერთ საათიანი ინტენსიური ვარჯიშით თქვენ დაწვავთ დაახლოებით 600 კკალ, გახდომისთვის აუცილებელია სულ მცირე კვირაში 3-ჯერ ან მეტჯერ ვარჯიში. კარდიო ტრენაჟორებიდან ყველაზე მისაღებია თხილამურები, სადაც მთელი სხეულია ჩართული მოძრაობაში და არც დარტყმის მომენტია როგორც სარბენ ბილიკზე.
ქალებისთვის უკეთესი ფორმების მისაღებად უმჯობესია შეადგინოთ მრავალფეროვანი აერობული დატვირთვის სავარჯიშო პროგრამა, თქვენი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ფარგლებში. აქვე გეტყვით, რომ სწორი კვების გარეშე, მარტო ვარჯიშით თქვენ რაიმე სერიოზულ შედეგს ვერ მიიღებთ.