სწორი კვების პრინციპები.
გახდომის მსურველებს ვურჩევთ, რომ დიეტების ნაცვლად გადავიდნენ სწორ კვებაზე.
სწორი კვება გულისხმობს 4-ჯერად დაბალანსებულ კვებას დღის განმავლობაში. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ მასაში მომატება გინდათ თუ დაკლება.
წყალი.
დღეში უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი (ჩაი, ყავა, წვენი არ ითვლება). რაც მეტია წონა, მით მეტი წყალი უნდა მიიღოთ. უზმოზე მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. ასევე წყალი დალიეთ საჭმლის მიღებამდე 15 წთ. ადრე და საჭმლის მიღებიდან 30 წთ. შემდეგ. ჭამისას არ შეიძლება წყლის დალევა. წყალი დალიეთ ვარჯიშის დროსაც, ცოტა ყლუპობით. არ შეიძლება წყალი მაღალ პულსზე დალიოთ ერთბაშად, დაელოდეთ პულსის დაწევას.
დაბალანსებული კვება.
თქვენი საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალები. არ უნდა იკვებებოდეთ მხოლოდ ერთფეროვანი საკვებით. ერთმანეთში არ შეურიოთ ბევრი სხვადასხვა სახეობის საკვები და მიიღეთ მცირე პორციებით.
ხილი.
ხილი ჯობია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში ცალკე კვებად, საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე. 6 სთ-ის მერე ხილი არ მიიღოთ, რადგან მარტივი ნახშირწყალია და თუ არ დაიწვა, ძილში გარდაიქმნება ცხიმად.
რა გეკრძალებათ.
გეკრძალებათ ყველაფერი შემწვარი, განსაკუთრებით კარტოფილი, შებოლილი, მარილიანი, ცხიმიანი საკვები. ყველაფერი რაც მარგარინზეა დამზადებული, მაიონეზი, არაჟანი, კეტჩუპი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეულობა და ტკბილეული, ნაყინი. კოკა კოლა და მსგავსი გაზიანი სასმელები, ვითომ “ნატურალური” წვენები, ალკოჰოლი, ლუდი, ასევე კატეგორიულად გეკრძალებათ სწრაფი კვების პროდუქტი ფასტფუდი.
რა უნდა ჭამოთ და როდის.
საკვები პროდუქტების დღიური რაციონი შეგვიძლია დავყოთ 3 კატეგორიად:
1|3 ხორცი და რძის პროდუქტი
1|3 მარცვლეული და ბურღულეული
1|3 ხილი და ბოსტნეული
ცილების შემცველი პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი, რძის პროდუქტი, მცენარეული ცილებია პარკოსნები ლობიო, ბარდა, სოიო და სხვ.
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებია: მარცვლეული ბურღულეული, დაბეგვილი ხორბლის პური, ბრინჯი, წიწიბურა, პარკოსნები, კარტოფილი, C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისს. ხილი და ბოსტნეული შეიცავს მარტივ და რთულ ნახშირწყლებს, უჯრედისს, სასარგებლო ცხიმებია: ზეითუნის ზეთი, მცენარეული ზეთი, თევზის ქონი, ნაღების კარაქი. შეიცავენ ცხიმებს და ვიტამინ E-ს.
პირველი საუზმე დილით 10 სთ-მდე. დილის კვება განსაზღვრავს მეტაბოლიზმს მთელი დღის მანძილზე. ბურღულეულის ფაფა, კვერცხი, დაცეხვილი პური ყველით და კარაქით.
სადილამდე 12 საათისთვის ხილი.
სადილი 14 საათამდე. ნებისმიერი სადილი: წვნიანი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, ფრინველი.
სამხარი 18 საათამდე. თევზი, ქათმის ხორცი, მსუბუქი ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი არაუგვიანეს 20 სთ-სა, დაწოლამდე 3 სთ-ით ადრე. მხოლოდ ცილოვანი საკვები. უმჯობესია ხაჭო, მაწონი ან კეფირი.
სწორი კვებითაც შეიძლება წონაში მომატება, თუ ბევრ საკვებს მივიღებთ. ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 300-350 გრ.