როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი მეთოდებით.
ტესტოსტერონი – მთავარი ანდროგენული ჰორმონია, სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, სათესლეებში მამაკაცებში და საკვერცხეებში ქალებში. საშვილოსნოში ბავშვის სქესი დამოკიდებულია ანდროგენული ჰორმონების კონცენტრაციაზე. ტესტოსტერონის დაბალი დონე დაკავშირებულია: მავნე ჩვევებთან – მოწევა, დალევა, დაუბალანსებელი კვება, უძილობა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ა. შ.
რას იწვევს მამაკაცში ტესტოსტერონის დაბალი დონე:
სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას.
ძალისა და კუნთოვანი მასის შემცირებას.
დაღლილობას და გაღიზიანებას, დეპრესიას.
მეხსიერების, უნარების და ყურადღების დაქვეითებას.
მეტაბოლიზმის შენელებას, რაც იწვევს სიმსუქნეს.
როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი მეთოდებით.
კვება. ტესტოსტერონის სინთეზისათვის ჩვენს ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ:
მინერალები. ტესტოსტერონის მთავარი საშენი მასალაა თუთია. შეიცავს ზღვის პროდუქტები და თხილეული. ასევე აუცილებელია სელენი, მაგნიუმი და კალციუმი. ვიტამინები. ტესტოსტერონისთვის აუცილებელია C, F, B ჯგუფის ვიტამინები. (ომეგა-3 და ომეგა-6), ვიტამინი E იცავს ტესტოსტერონს დაშლისაგან. მათ შეიცავს ციტრუსები, ასკილი, თევზი, ავოკადო, თხილეული. ცხოველურ ცხიმებში ქოლესტერინია, ის აუცილებელია ტესტოსტერონის სინთეზისათვის. ამიტომ მამაკაცისთვის აუცილებელია ხორცი, ოღონდ უცხიმო. სვით ბევრი წყალი, დღეში 2 ლ-მდე, თუ ვარჯიშობთ უფრო მეტიც, გამომდინარე თქვენი წონიდან.
გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან:
დიდი რაოდენობით სწრაფი ნახშირწყლები (ნამცხვარი, თეთრი პური, ტკბილეული, გაზიანი ტკბილი სასმელი), თუ ზედმეტი წონა გაქვთ საერთოდ გამორიცხეთ.
ცხიმიანი საკვები. მას ორგანიზმი ინახავს ცხიმის სახით.
წონის ნორმალიზაცია.
ზედმეტი წონის მამაკაცებს აქვთ სასქესო ჰორმონების დაბალი დონე. ცხიმის ქსოვილებში მამაკაცური ჰორმონები გარდაიქმნება ქალურ ესტროგენებში, რაც მეტია ესტროგენები, მით ნაკლებია ტესტოსტერონი.
ფიზიკური აქტიურობა და სიმძიმეებით ვარჯიში.
სიმძიმეებით ზომიერი ვარჯიში ზრდის ტესტოს ამიტომ უნდა ვივარჯიშოთ სწორად და არ უნდა გადავაჭარბოთ.
სიმძიმეებით ვარჯიშით ტესტოსტერონის დონის მაქსიმალურად ამაღლების ძირითადი წესები:
1. ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 სთ-ს, ვინაიდან 50 წთ ვარჯიშის მერე ტესტოსტერონის ნაცვლად ორგანიზმი გამოიმუშავებს ტესტოსტერონის ანტაგონისტ კატაბოლურ ჰორმონს კორტიზოლს, რომელიც იწვევს კუნთის დაშლას.
2. ვარჯიშების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 – ჯერ კვირაში. დასვენება აუცილებელია აღდგენისათვის.
3. ავარჯიშეთ ძირითადად დიდი კუნთები. უფრო მეტად აკეთეთ ბაზისური ვარჯიშები.
4. წონები შეარჩიეთ ისე, რომ შეძლოთ 6-10 გამეორება.
გამორიცხეთ მავნე ჩვევები.
ალკოჰოლი ტესტოსტერონის მოლეკულას გარდაქმნის ქალურ ესტროგენად. ლუდი თვითონ შეიცავს ქალურ ჰორმონს, გამონაკლისია ზომიერად მიღებული ღვინო. იგივე შეიძლება ითქვას ნიკოტინზეც.
ძილის მოწესრიგება.
სასქესო ჰორმონების წარმოება ორგანიზმში ხდება ღრმა ძილის დროს, თუ მუდმივად იქნებით გამოუძინებელი, ტესტოსტერონის დონეს ვერ გაზრდით. ძილი უნდა გაგრძელდეს 8 საათს სიწყნარესა და სიბნელეში.
დამატებითი რეკომენდაციები ტესტოსტერონის დონის ამაღლებისთვის:
ეცადეთ იყოთ სექსუალურად აქტიურები. ზომიერი სექსუალური კონტაქტები ზრდის სასქესო ჰორმონების დონეს, ოღონდ არ გადააჭარბოთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. სტრესის დროს გამოიყოფა კორტიზოლი რომელიც ამცირებს მამაკაცურ ჰორმონს. ეცადეთ უფრო ხშირად იყოთ კარგ გუნებაზე. ეცადეთ გაიმარჯვოთ, გამარჯვება ზრდის ტესტოსტერონს!