ლ-კარნიტინი გახდომისათვის.
ლ–კარნიტინის სინთეზი ხდება ადამიანის ღვიძლსა და თირკმელებში, მისი სინთეზისათვის საჭიროა დიდი რაოდენობით ვიტამინები C, B3, B6, B9, B12 ასევე ამინომჟავები ლიზინი და მეთეანინი.
უჯრედში არის მიტოქონდრიები, რომლებიც ცხიმიდან გამოიმუშავებენ ენერგიას, მიტოქონდრიაში ცხიმოვანი მჟავის მოხვედრისას ის გარდაიქმნება ATF-ში, რაც არის უჯრედის ენერგიის წყარო. ლ–კარნიტინი ეხმარება ცხიმმჟავის მიტოქონდრიაში მოხვედრას. თუ კარნიტინი ცოტაა ორგანიზმში, ცხიმი გროვდება უჯრედებში და მთელ ორგანიზმში, რაც შეიძლება გახდეს სიმსუქნის მიზეზი. ლ–კარნიტინი აძლიერებს ცხიმის დაწვას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, რაც აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას. აძლიერებს ფიზიკურ და ინტელექტუალურ გამძლეობას. კარნიტინის მიღებისას სპორტსმენები უფრო მალე იმატებენ კუნთის მასას და წვავენ ცხიმს. ლ-კარნიტინს შეიცავს ხორცი, თევზი, ხაჭო, რძე, მაგრამ თერმული დამუშავებისას ხორცი და თევზი კარგავს ლ-კარნიტინს, ამიტომ საკვებიდან საჭირო ნორმის მიღება ვერ ხდება. სწორედ ამიტომ უმჯობესია ლ-კარნიტინი მიიღოთ აბების, კაფსულების ან სითხის სახით.
ლ–კარნიტინი გახდომის მიზნით მუშაობს მხოლოდ სწორ კვებასთან და ინტენსიურ ვარჯიშთან ერთად. ვარჯიშის გარეშე ამ პრეპარატის მიღება შეიძლება საზიანოც იყოს. ასევე არ შეიძლება ლ–კარნიტინის დიდ ხანს მიღება, რადგან ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს საკუთარ ლ–კარნიტინს, რითაც ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება წონის მატება.