როგორ დავეხმაროთ ცხიმის წვას ღამით, ძილის დროს

· 1 წთ

როგორ დავეხმაროთ ცხიმის წვას ღამით, ძილის დროს

ხშირად გაიგებთ ფრაზას: „ცხიმი იწვება ღამით“. მართლაც, ღამით იწვება ცხიმი — თუ დროულად და სწორად იძინებთ. ხარისხიანი ძილი ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში, მაგრამ შედეგი მოდის მაშინ, როცა ძილი, კვება და ვარჯიში ერთად მუშაობს.

➤ რა ხდება ორგანიზმში ძილის დროს?

ძილში ორგანიზმი გადადის აღდგენით რეჟიმში. ამ დროს აქტიურდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰორმონი, მათ შორის ზრდის ჰორმონი (GH), რომელიც:

  • ხელს უწყობს ლიპოლიზს, ენერგიისთვის ცხიმოვანი მჟავების წვას
  • იცავს კუნთოვან ქსოვილს
  • მონაწილეობს ქსოვილების აღდგენაში
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას

ზრდის ჰორმონის ყველაზე მაღალი სეკრეცია ხდება ღრმა ძილის ფაზაში, განსაკუთრებით ღამის პირველ ნახევარში.

ძილის დრო და ცხიმის წვა

თუ ადამიანი რეგულარულად იძინებს გვიან (12 საათის შემდეგ), ან აქვს არასრულფასოვანი ძილი:

  • მცირდება ზრდის ჰორმონის სეკრეცია
  • იმატებს გრელინი (შიმშილის ჰორმონი)
  • ირღვევა ლეპტინის ბალანსი (დანაყრების ჰორმონი)

👉 შედეგად, იზრდება მადა, ვჭამთ იმაზე მეტს ვიდრე გვინდა და იზრდება ცხიმის დაგროვების რისკი.

რა ვჭამოთ საღამოს?

საღამოს კვების მიზანია:

  • არ დაირღვეს ძილი
  • არ გადაიტვირთოს საჭმლის მომნელებელი სისტემა

რეკომენდირებულია

  • ცილოვანი პროდუქტები: თევზი, ხაჭო, მაწონი, კეფირი
  • ბოსტნეული (ბოჭკოებით)

❗ ნახშირწყლები საღამოს უნდა იყოს:

  • შეზღუდული
  • მცირე რაოდენობით
  • დაბალი გლიკემიური ინდექსის

ღამით ცხიმის წვის 2 მთავარი წესი

1️⃣    უზრუნველყავით დროული, რეგულარული და ხარისხიანი ძილი
2️⃣    საღამოს კვება იყოს მსუბუქი და დაბალკალორიული

დასკვნა

ცხიმის წვა ღამით არის: სწორი კვების, რეგულარული ვარჯიშის და ხარისხიანი ძილის ერთობლივი შედეგი.

👉 ეფექტური გახდომისთვის ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ვარჯიში.

📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია  

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.