სატრენაჟორო დარბაზებში მოქმედი ქცევის წესები.
ფიტნეს დარბაზებში მოქმედებს ქცევის წესები, რომლის დაცვაც მოგიწევთ, თუ გინდათ რომ დაიმსახუროთ გარშემომყოთა პატივისცემა. ჩვენ დავალაგეთ ეს წესები თანმიმდევრობით, მნიშვნელობიდან გამომდინარე:
1. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წესი რომელიც უნდა დაიცვათ დარბაზში სიარულისას, ეს არის პირადი ჰიგიენის დაცვა. არ ჩაიცვათ გაურეცხავი, ოფლის სუნით გაჟღენთილი მაისური, თორემ არავის მოუნდება თქვენთან ერთად ვარჯიში და საბოლოოდ მოგიწევთ დარბაზთან დამშვიდობება. ატარეთ პატარა პირსახოცი ოფლის მოსაწმენდად და ტრენაჟორებზე დასაფენად, რათა ვარჯიშის დროს არ გააოფლიანოთ ტერნაჟორის დასაჯდომი ან დასაწოლი.
2. ვარჯიშის დროს ნუ მიმოფანტავთ მთელ დარბაზში განტელებს და ბლინებს. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ყოველთვის დაშალეთ თქვენს მიერ აწყობილი და გამოყენებული განტელები და შტანგები, დაალაგეთ ისინი თავის ადგილზე.
3. არ შეუშალოთ სხვას ხელი ვარჯიშისას. სანამ დაიწყებთ შტანგის დაშლას ან დაიკავებთ ტრენაჟორს იკითხეთ, ვინმე ხომ არ ვარჯიშობდა თქვენამდე ამ მოწყობილობით. არ გადააბიჯოთ შტანგას, არ დადგეთ სარკესა და მოვარჯიშეს შორის, რომელიც იყურება სარკეში. არ დაიკავოთ დიდხანს ტრენაჟორები თუ მორჩით თქვენს ვარჯიშს.
4. გაითვალისწინეთ მხოლოდ მწვრთნელის მიერ მოცემული რჩევები, რადგან მარტო მან იცის თქვენ რა გჭირდებათ. დარბაზში ყოველთვის მოიძებნებიან ყველაფრის მცოდნე დილეტანტები, რომლებიც უხვად მოგცემენ სულელურ და არასწორ რჩევებს.