დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • შეგიძლიათ აღარ დათვალოთ კალორიები.

გახდომა

11 Mar

შეგიძლიათ აღარ დათვალოთ კალორიები.

  • In გახდომა, კვება

დიეტოლოგები მიხვდნენ, რომ კალორიების დათვლას აზრი არ აქვს, თუ არ გაითვალისწინებთ საკვების შემადგენლობას. კალორიების მიხედვით დიეტის დანიშვნა მოხერხებულია დიეტოლოგისათვის, მაგრამ არა თქვენთვის. წარმოიდგინეთ, რამდენად რეალურია ყოველი საკვების მიღებისას აწონოთ ცალკეული პროდუქტი, მოძებნოთ ცხრილში მათი კალორიულობა და დათვალოთ საერთო კალორიების რაოდენობა. თქვენ ვერ დათვლით ზუსტად მომზადებული კერძის კალორაჟს, რომელმაც გაიარა თერმული დამუშავება და მთლიანად შეცვალა გამოყენებული პროდუქტის კალორიულობა. კიდევ უფრო ძნელია ზუსტად დათვალოთ დახარჯული კალორიების რაოდენობა.

მსუქანი ადამიანის ორგანიზმში დაგროვილია არა კალორიები, არამედ ცხიმი. ცხიმი არის ნივთიერება, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. თუ არის საკმარისი ენერგია, მაგრამ არ არის შესაბამისი კომპონენტები, ცხიმი არ იქმნება. ზედმეტი კალორიები კი იხარჯება სითბოს სახით ან სხვა პროცესზე, ან ორგანიზმს გაივლის ტრანზიტით.

ყველა პროდუქტის კალორია არ აგროვებს ცხიმს. ცხიმი გროვდება ცხიმის და სწრაფი ნახშირწყლების ხარჯზე. ორგანიზმი სხვადასხვ ნუტრიენტებს სხვადასხვანაირად ითვისებს, ტრანზიტით უშვებს რასაც ვერ აითვისებს და დაიტოვებს რასაც ითვისებს.

ცილებში “უცხიმო” კალორიებია. 1 გრ. ცილაში 4 კკალ. ენერგიაა, მაგრამ ცილისგან არ სინთეზირდება ცხიმი. ცილა შედგება ისეთი მასალისგან, რომლისგანაც ცხიმი არ შენდება. ცხიმის ასაშენებლად სხვა მასალაა საჭირო, რისგანაც შედგება ცხიმები და ნახშირწყლები.

ცხიმების და ნახშირწყლების მოლეკულები წყალბადის, ნახშირბადის და ჟანგბადის ატომებისგან შედგება, ცილა კი შედგება ასევე გოგირდის და აზოტის ატომებისგან. ცხიმის წარმოქმნისთვის საჭიროა ცხიმოვანი მჟავები და გლიცერინი. ნახშირწყლების დაშლის შედეგად წარმოიქმნება ეს კომპონენტები, ამიტომ ნახშირწყლები გარდაიქმნება ცხიმად. ცილა შედგება ამინომჟავებისგან და ზოგიერთი ამინომჟავის დაშლით შესაძლებელია წარმოიქმნას ცხიმის შემადგენელი კომპონენტი, მაგრამ მასობრივი ცილის დაშლა ხდება როცა არის ენერგიის მწვავე დეფიციტი და ეს კომპონენტი გაიხარჯება ენერგიის გამომუშავებაზე. ამის გამოა, რომ ცილები არ გარდაიქმნება ცხიმად. ამიტომაა ეფექტური ცილოვანი და ნაკლებნახშირწყლოვანი დიეტები, თუმცა მათი კალორიულობა არ არის დაბალი.

არსებობს პროდუქტის ათვისების ე.წ. თერმოგენული ეფექტი, რომელიც გვიჩვენებს საკვების ათვისებაზე დახარჯული კალორიების რაოდენობას. ანუ თუ იღებთ რაიმე საკვებს, მიღებული კალორიების გარკვეული ნაწილი წავა მის ათვისებაზე. ყველაზე მაღალი TEF აქვს ცილას – 20-30 %, ნახშირწყლებს 5-10 % ცხიმებს – 3 %.

სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე. ზოგი პირდაპირ ცხიმად გარდაიქმნება, ზოგს კი არ ითვისებს სრულად და გაატარებს. ავიღოთ ქატო, რომელსაც აქვს მაღალი კალორიულობა. მაგრამ ორგანიზმი მას მთლიანად არ შეითვისებს. ორგანიზმმა მიიღო კალორიები, მაგრამ ნაწილი არ დაიტოვა და ტრანზიტით გაატარა, გაწმინდა მომნელებელი სისტემა. ეს არის სასარგებლო კალორიები და ის არ გროვდება ცხიმად. თუ შევჭამთ იგივე რაოდენობის შოკოლადს, რომლის კალორიულობაც ნაკლებია, მიღებული კალორიები დაგროვდება ცხიმის სახით.
ავიღოთ 100 გრ. თეთრი პური რომლის გ.ი. თითქმის 100-ია და 100 გრ. ჭვავის პური, გ.ი. – 50. ორივეში ნახშირწყლების და კალორიების რაოდენობა იქნება ერთნაირი, მაგრამ თუ ჩვენ შევჭამთ თეთრ პურს, ის 2-ჯერ მეტად აწევს გლუკოზის დონეს სისხლში, ვიდრე ჭვავის პური. ეს ნიშნავს, რომ ინსულინიც 2-ჯერ მეტად გამოიყოფა და ცხიმის დაგროვების შანსიც 2-ჯერ მეტია. მაშინ რა აზრი აქვს კალორიების დათვლას თუკი ზოგი მაღალკალორიული პროდუქტი სასარგებლოა და ზოგი დაბალკალორიული კი ცხიმად გარდაიქმნება? მთავარი კალორიების დათვლა კი არაა, მთავარია პროდუქტები როგორ უთავსდება ერთმანეთს და ორგანიზმი როგორ მიიღებს მას.

დავუშვათ დიეტოლოგმა გირჩიათ 2000კკალ.-ის მიღება დღეში. თუ თქვენ ამ კალორიებს მიიღებთ ნებისმიერი სწრაფი კვების პროდუქტიდან, ან დალევთ კოკა-კოლას, ეს 2000 კკ. იქცევა ცხიმად და თქვენ გახდომის ნაცვლად გასუქდებით. ამიტომ თავი დაანებეთ კალორიის თვლას და მეტი ყურადღებით შეუთავსეთ საკვები ერთმანეთს. ნუ შეჭამთ ცხიმებს ნახშირწყლებთან ერთად, მაგ. კარაქი თეთრ პურთან და ა.შ.

კალორიების დათვლის ნაცვლად გამოიყენეთ უფრო მარტივი, კორექციის მეთოდი: შეამოწმეთ წონა კვირაში ერთხელ, დილის პროცედურების შემდეგ, უზმოზე და თუ წონა მატულობს, შეამცირეთ მიღებული საკვების რაოდენობა, სანამ წონა არ დაიწყებს კლებას.

პ.ს.

რა თქმა უნდა, გახდომის მთავარი პირობა კალორიების დეფიციტი არავის გაუუქმებია და თუ სასარგებლო პროდუქტიდან მივიღებთ უფრო მეტ კალორიას, ვიდრე დავხარჯავთ, ჩვენ ვერ გავხდებით, მაგრამ გასუქება და წონაში მომატება სხვადასხვა ცნებაა. სიმსუქნე არის ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში, ხოლო წონაში მომატება კუნთის ხარჯზეც ხდება, ისევე როგორც წონაში დაკლება შეიძლება არა მარტო ცხიმის დაწვით, ასევე კუნთების დაწვით, ჩვენი ამოცანა კი ცხიმის დაწვაა.

შეიძლება მიიღო 2000 კკ. და დახარჯო 2500 კკ. მაგრამ ვერ დაწვა ცხიმი. ენერგო დეფიციტისას ორგანიზმი გადადის ენერგიის ეკონომიის რეჟიმში და პირველ რიგში თავიდან იცილებს ენერგიის მომხმარებელს – კუნთებს, ცხიმს კი ისევ ინახავს დეპოში. ამიტომ ვინც ცდილობს მკაცრი დიეტით, შიმშილით ან სირბილით დაწვას ცხიმი, ცხიმის ნაცვლად წვავს კუნთებს. ცხიმის წარმომავლობასაც გააჩნია, ცხიმს რა ფორმითაც ვიღებთ, იმ სტრუქტურის ცხიმი გროვდება ორგანიზმში. ტრანს -ცხიმი ტრანსფორმირებული ცხიმია და ორგანიზმს მისი დაშლა უჭირს. ამიტომ როცა სისტემატიურად ჭამთ მსგავს არაჯანსაღ საკვებს, თქვენ ენერგო დეფიციტის დროს უფრო მალე დაწვავთ კუნთებს, ვიდრე ცხიმს.

ამიტომ მთავარი კალორიების დათვლა კი არაა, მთავარი მიღებული საკვების შემადგენლობაა. 

Tags:კალორიებიკალორიების დათვლანახშირწყლებიორგანიზმიცილებიცხიმები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.