შეიძლება თუ არა გახდომა სირბილით.
სირბილი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი სპორტია. საკმარისია გქონდეთ შესაფერისი ბოტასები, მოძებნოთ პარკი მწვანე საფარით და რბილი გრუნტით. ასფალტი სირბილისთვის არ გამოგადგებათ, ვინაიდან ის აზიანებს სახსრებს და ხერხემალს. არ შეიძლება სირბილი მათთვის, ვისაც აქვს დიდი წონა, ასევე ვისაც აწუხებს სახსრები და ხერხემალი, რადგან სირბილი არის კონტროლირებადი დაცემა და მიწაზე შეხებისას სახსრები და მალთაშუა დისკები იღებენ დარტყმას, მიწაზე ყოველი შეხებისას საკუთარი წონით დარტყმის ძალა სახსრებზე სამმაგდება.
სირბილი არის აერობული დატვირთვა, ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, სუნთქვის და გულსისხლძარღვთა სისტემა, რაც ხელს უწყობს სხეულის ფორმის შეცვლას. ცხიმის დასაწვავად საჭიროა არანაკლებ 50 წთ. სირბილი, რადგან 40 წუთის განმავლობაში ორგანიზმი ენერგიას იღებს კუნთში არსებული გლიკოგენიდან და როცა ის გამოილევა, მხოლოდ ამის მერე იწყებს ცხიმის გამოყენებას ენერგიის მისაღებად. ამიტომ მხოლოდ ბოლო 10 წუთია გახდომისთვის ყველაზე ეფექტური. ასევე მიზანშეწონილი არ არის 60 წუთზე მეტი ხნით სირბილი, რადგან ამ დროს უკვე ცხიმის წვის ნაცვლად დაშლას იწყებს კუნთის უჯრედები.
გახდომისთვის აუცილებელია სულ მცირე კვირაში 3-ჯერ სირბილი, ან უფრო მეტჯერ. სირბილით გახდომა შესაძლებელია მხოლოდ სწორ კვებასთან ერთად. თუ თქვენ სირბილთან ერთად არ დაიცავთ სწორ კვებას, მაშინ თქვენ გაგეზრდებათ კუნთები ცხიმის ფენის შიგნით და გახდებით უფრო დიდი მოცულობაში ვიდრე იყავით.