როგორ დავეხმაროთ ცხიმის წვას ღამით, ძილის დროს

ხშირად გაიგებთ ფრაზას: „ცხიმი იწვება ღამით“. მართლაც, ღამით იწვება ცხიმი — თუ დროულად და სწორად იძინებთ. ხარისხიანი ძილი ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში, მაგრამ შედეგი მოდის მაშინ, როცა ძილი, კვება და ვარჯიში ერთად მუშაობს.
➤ რა ხდება ორგანიზმში ძილის დროს?
ძილში ორგანიზმი გადადის აღდგენით რეჟიმში. ამ დროს აქტიურდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰორმონი, მათ შორის ზრდის ჰორმონი (GH), რომელიც:
- ხელს უწყობს ლიპოლიზს, ენერგიისთვის ცხიმოვანი მჟავების წვას
- იცავს კუნთოვან ქსოვილს
- მონაწილეობს ქსოვილების აღდგენაში
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
ზრდის ჰორმონის ყველაზე მაღალი სეკრეცია ხდება ღრმა ძილის ფაზაში, განსაკუთრებით ღამის პირველ ნახევარში.
🕒 ძილის დრო და ცხიმის წვა
თუ ადამიანი რეგულარულად იძინებს გვიან (12 საათის შემდეგ), ან აქვს არასრულფასოვანი ძილი:
- მცირდება ზრდის ჰორმონის სეკრეცია
- იმატებს გრელინი (შიმშილის ჰორმონი)
- ირღვევა ლეპტინის ბალანსი (დანაყრების ჰორმონი)
👉 შედეგად, იზრდება მადა, ვჭამთ იმაზე მეტს ვიდრე გვინდა და იზრდება ცხიმის დაგროვების რისკი.
🍽️ რა ვჭამოთ საღამოს?
საღამოს კვების მიზანია:
- არ დაირღვეს ძილი
- არ გადაიტვირთოს საჭმლის მომნელებელი სისტემა
რეკომენდირებულია:
- ცილოვანი პროდუქტები: თევზი, ხაჭო, მაწონი, კეფირი
- ბოსტნეული (ბოჭკოებით)
❗ ნახშირწყლები საღამოს უნდა იყოს:
- შეზღუდული
- მცირე რაოდენობით
- დაბალი გლიკემიური ინდექსის
📌 ღამით ცხიმის წვის 2 მთავარი წესი
1️⃣ უზრუნველყავით დროული, რეგულარული და ხარისხიანი ძილი
2️⃣ საღამოს კვება იყოს მსუბუქი და დაბალკალორიული
✅ დასკვნა
ცხიმის წვა ღამით არის: სწორი კვების, რეგულარული ვარჯიშის და ხარისხიანი ძილის ერთობლივი შედეგი.
👉 ეფექტური გახდომისთვის ძილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ვარჯიში.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

