დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • სატრენაჟორო დარბაზებში მოქმედი ქცევის წესები.

დამწყებებისთვის

11 Mar

სატრენაჟორო დარბაზებში მოქმედი ქცევის წესები.

  • In დამწყებებისთვის

ფიტნეს დარბაზებში მოქმედებს ქცევის წესები, რომლის დაცვაც მოგიწევთ, თუ გინდათ რომ დაიმსახუროთ გარშემომყოთა პატივისცემა. ჩვენ დავალაგეთ ეს წესები თანმიმდევრობით, მნიშვნელობიდან გამომდინარე:

1. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წესი რომელიც უნდა დაიცვათ დარბაზში სიარულისას, ეს არის პირადი ჰიგიენის დაცვა. არ ჩაიცვათ გაურეცხავი, ოფლის სუნით გაჟღენთილი მაისური, თორემ არავის მოუნდება თქვენთან ერთად ვარჯიში და საბოლოოდ მოგიწევთ დარბაზთან დამშვიდობება. ატარეთ პატარა პირსახოცი ოფლის მოსაწმენდად და ტრენაჟორებზე დასაფენად, რათა ვარჯიშის დროს არ გააოფლიანოთ ტერნაჟორის დასაჯდომი ან დასაწოლი.

2. ვარჯიშის დროს ნუ მიმოფანტავთ მთელ დარბაზში განტელებს და ბლინებს. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ყოველთვის დაშალეთ თქვენს მიერ აწყობილი და გამოყენებული განტელები და შტანგები, დაალაგეთ ისინი თავის ადგილზე.

3. არ შეუშალოთ სხვას ხელი ვარჯიშისას. სანამ დაიწყებთ შტანგის დაშლას ან დაიკავებთ ტრენაჟორს იკითხეთ, ვინმე ხომ არ ვარჯიშობდა თქვენამდე ამ მოწყობილობით. არ გადააბიჯოთ შტანგას, არ დადგეთ სარკესა და მოვარჯიშეს შორის, რომელიც იყურება სარკეში. არ დაიკავოთ დიდხანს ტრენაჟორები თუ მორჩით თქვენს ვარჯიშს.

4. გაითვალისწინეთ მხოლოდ მწვრთნელის მიერ მოცემული რჩევები, რადგან მარტო მან იცის თქვენ რა გჭირდებათ. დარბაზში ყოველთვის მოიძებნებიან ყველაფრის მცოდნე დილეტანტები, რომლებიც უხვად მოგცემენ სულელურ და არასწორ რჩევებს.

Tags:ქცევის წესებიჰიგიენა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.