სწორი დასვენება ვარჯიშებს შორის

ვარჯიშის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ პროგრამაზე, არამედ დასვენების ხარისხზეც. ვარჯიშებს შორის და ვარჯიშის დასრულების შემდეგ არასწორმა დასვენებამ შეიძლება შეამციროს შედეგი და გაზარდოს ჯანმრთელობის რისკები.
➤ რატომ არ არის რეკომენდირებული მაშინვე დაჯდომა ან დაწოლა?
ინტენსიური ვარჯიშის დროს მნიშვნელოვნად იმატებს გულისცემა და არტერიული წნევა. თუ ვარჯიშის შემდეგ ადამიანი მაშინვე ჯდება ან წვება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემას არ ეძლევა ადაპტაციის დრო;
- შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა;
- მოძრაობის შეწყვეტისას იზრდება წნევის მკვეთრი ვარდნის რისკი.
👉 ექიმების რჩევით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ორგანიზმი თანდათან უნდა გადავიდეს დასვენების რეჟიმში, რასაც „აქტიური აღდგენა“ ეწოდება.
➤ აქტიური დასვენება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი?
აქტიური დასვენება გულისხმობს დაბალი ინტენსივობის მოძრაობას ვარჯიშებს შორის ან ვარჯიშის დასრულების შემდეგ:
- მსუბუქი სიარული დარბაზში;
- ნელი სუნთქვის აღდგენა;
- მსუბუქი დინამიური ან სტატიკური გაწელვები.
ესეთი მიდგომა:
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
- ხელს უწყობს რძემჟავას გამოდევნას;
- ამცირებს კუნთის დაჭიმულობას და გადაღლას;
- ამზადებს ორგანიზმს შემდეგი დატვირთვისთვის.
➤ კუნთის „გაციება“ და ტრავმის რისკი
ვარჯიშის დროს კუნთში ტემპერატურა და ელასტიურობა იმატებს. თუ ადამიანი დიდხანს რჩება უმოძრაოდ:
- კუნთი სწრაფად კარგავს ელასტიურობას;
- იზრდება მიკროტრავმებისა და დაჭიმულობის რისკი;
- განმეორებითი დატვირთვა გახურების გარეშე შეიძლება დასრულდეს ტრავმით.
👉 ამიტომ ვარჯიშებს შორის უმჯობესია სრულ უმოძრაობას თავი ავარიდოთ.
➤ მასაჟი ვარჯიშებს შორის — რეალური ეფექტი
მსუბუქი თვითმასაჟი ან რბილი როლერით მასაჟი:
- აუმჯობესებს ლოკალურ სისხლის მიმოქცევას;
- ამცირებს კუნთის დაძაბულობას;
- ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს.
👉 მასაჟი პირდაპირ არ ზრდის კუნთის, თუმცა არაპირდაპირ ეხმარება აღდგენას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ვარჯიშის შედეგებზე.
✅ დასკვნა
სწორი დასვენება ვარჯიშებს შორის და ვარჯიშის შემდეგ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ვარჯიში. აქტიური აღდგენა, მსუბუქი მოძრაობა, გაწელვა და სწორი სუნთქვა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემის გადატვირთვას და ზრდის ვარჯიშის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.
👉 გახსოვდეთ: ვარჯიში შედეგიანია მხოლოდ მაშინ, როცა დასვენებაც სწორად არის დაგეგმილი.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

