დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • სხეულის აგებულების ტიპები. (ბიჭებისათვის) პირველი ნაწილი

დამწყებებისთვის

11 Mar

სხეულის აგებულების ტიპები. (ბიჭებისათვის) პირველი ნაწილი

  • In დამწყებებისთვის

სხეულის აგებულების ტიპები. (ბიჭებისათვის) პირველი ნაწილი

სხეულის აგებულების მიხედვით ადამიანები იყოფიან სამ ტიპად: ეკტომორფი, მეზომორფი და ენდომორფი. ვარჯიში ეფექტური რომ იყოს, უნდა დაადგინოთ, რომელი ტიპის სხეულის აგებულება გაქვთ, რადგან დაუშვებელია სხვადასხვა აგებულების ადამიანებმა ერთნაირად ივარჯიშონ ან კვება ქონდეთ ერთნაირი. ვნახოთ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

ექტომორფი (ასთენიკი).

ექტომორფები არიან გახდარი აგებულების ბიჭები, მათ აქვთ ვიწრო გულმკერდი, გრძელი გამხდარი კიდურები და შესაბამისად პატარა წონა სიმაღლესთან შედარებით. ცხიმის არარსებობა, კუნთები სუსტად განვითარებული.

ექტომორფის ტიპიური განმასხვავებელი ნიშნებია:

წვრილი ძვლები, კისერი, ვიწრო მხრები.
ბრტყელი მკერდი. გამხდარი დუნდულები.
სიმაღალე 175 სმ-ზე მაღალი. ძნელად იმატებს წონაში.
ადვილად კარგავს კუნთოვან მასას. აქვს სწრაფი მეტაბოლიზმი, სწრაფად წვავს კალორიებს.
ნორმაში აქვს ჰორმონები ტესტოსტერონი/ესტროგენი, მაგრამ აქვს ადრენალინი და კორტიზოლი მაღალი.
შეუძლია ჭამოს ყველაფერი და არ დაუგროვდეს ცხიმი.
აქვს კანქვეშა ცხიმის დაბალი %-ული შემადგენლობა.

მეზომორფი (ნორმოსთენიკი).

მეზომორფები არიან ბბ-თვის გენეტიკურად ყველაზე მეტად დაჯილდოებული ტიპი, მათ აქვთ იდეალური ფიგურა, ფართო გულმკერდი, ძლიერი ხელები და ფეხები, ფართო მხრები, კარგი აგებულების ჩონჩხი, ადვილად იმატებენ კუნთს და ადვილად წვავენ ცხიმს. აქვთ სიმაღლის და წონის იდეალური თანაფარდობა.

მეზომორფის ტიპიური განმასხვავებელი ნიშნებია:

სპორტული, სიმეტრიული აგებულება.
განიერი მხრები და ძლიერი კორპუსი.
საშუალო სიმაღლე 170-175 სმ.
საკმაოდ მსხვილი ძვლები.
გამოკვეთილი კუნთები, ადვილად იმატებს კუნთს.
კარგი ფიზიკური მონაცემები. კარგი მეტაბოლიზმი.
ადვილად წვავს ცხიმს.
აქვს იდეალური ჰორმონალური ფონი, ტესტოსტერონის და ზრდის ჰორმონის მაღალი დონე და ესტროგენის და კორტიზოლის დაბალი დონე.

ენდომორფი (ჰიპერსტენიკი).

ენდომორფები შედარებით დაბალია, მძიმე წონის, მსხვილი ხელებით და ფეხებით. არიან ჩაფსკვნილები და ძლიერი ფეხებით. სხეულის აგებულებაში ჭარბობენ სფეროსებრი ფორმები, ჭარბობს ცხიმი, ადვილად იმატებენ ცხიმს და დიდხანს უნდებიან მის მოცილებას.

აქვთ მრგვალი ტანი და მუცელი. მსხვილი ძვალი.
დაბალი სიმაღლე. დაბალი მეტაბოლზმი.
ბევრი ცხიმი და ამის გამო არ ჩანს კუნთი.
ადვილად იმატებენ კუნთოვან მასას და ასევე ცხიმს.
მალე იღლებიან და არა აქვთ გამძლეობა.
ხშირად უკავდებათ სითხე ორგანიზმში.
აქვთ ესტროგენის, კორტიზოლის და ინსულინის მაღალი დონე. ასევე ტესტოსტერონის დაბალი დონე.

ადამიანების უმეტესობა არ არის წმინდა ეკტომორფი, მეზომორფი ან ენდომორფი, ისინი არიან ამ ტიპაჟებს შორის: ეკტომორფსა და მეზომორფს, ან მეზომორფსა და ენდომორფს შორის. ამიტომ, თუ ვერ ამოიცანით თქვენი თავი ვერც ერთ ტიპაჟში, ე.ი. ხართ ამათ შორის.

Tags:ეკტომორფიენდომორფიმეზომორფი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.