ცილოვან – ნახშირწყლოვანი ფანჯარა კუნთის მასის ზრდისთვის.
ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა არის დროის 40 წთ-ანი პერიოდი ვარჯიშის შემდეგ, რომელიც შეგიძლია გამოიყენო კუნთის ზრდისთვის. ვარჯიშის მერე, როცა ორგანიზმში უკვე აღარ არის ნახშირწყლები, მისი დაწვით მიიღო ენერგია და გამოიყენა ვარჯიშზე, ამ დროს იხსნება ნახშირწყლოვანი ფანჯარა, დროის 40 წთ -ანი პერიოდი, როდესაც ორგანიზმს შეუძლია აითვისოს ნახშირწყლების მაქსიმალური რაოდენობა.
რისთვისაა ეს საჭირო.
ნახშირწყლები ორგანიზმში ინახება გლიკოგენის სახით, ეს ნივთიერება ინახება ღვიძლში და კუნთებში, როგორც ენერგიის წყარო. ვარჯიშის დროს გლიკოგენი იხარჯება სწრაფად, რისი აღდგენისთვისაც იხარჯება 1-2 დღე, ხოლო როცა ვვარჯიშობთ დღეგამოშვებით, ორგანიზმი ვერ ასწრებს გლიკოგენის მარაგის შევსებას, ვგრძნობთ დაღლილობას და სრულფასოვანი ვარჯიში არ გამოდის.
ამ დროს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნახშირწყლოვანი ფანჯარა გლიკოგენის მარაგის სწრაფად შესავსებად. ჩვენ უნდა მოვასწროთ ვარჯიშიდან 40 წუთში მივიღოთ სწრაფი ნახშირწყლები წვენის სახით გეინერი გლუკოზა, ფრუქტოზა, ამ ფორმით ნახშირწყლებს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. შაქრის სისხლში მოხვედრისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ინსულინს, რომელიც ძლიერი ანაბოლური ჰორმონია. ინსულინი დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში და ეხმარება გლუკოზის ტრანსპორტირებას ღვიძლში, სადაც გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად, რის შემდეგ გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში. რაც მთავარია ინსულინი მოქმედებს კუნთის უჯრედების მემბრანაზე, რომ უკეთ გაატაროს ნახშირწყლები და ამინომჟავები. ძალისმიერი ვარჯიშის მერე არის ხელსაყრელი მომენტი, როდესაც ინსულინს ზედმეტი გლუკოზა მიაქვს კუნთის უჯრედში და არა ცხიმის უჯრედში.
ეს ეფექტი შეიძლება გამოვიყენოთ კუნთის ზრდისთვის. მივიღეთ ნახშირწყლები, შევავსეთ გლიკოგენის მარაგი, უჯრედების მემბრანები გაფართოვდნენ და ამინოები რაც შევჭამეთ ნახშირწყლებთან ერთად მოხვდებიან უჯრედებში, ამიტომაც კუნთის მასა უკეთ გაიზრდება.