როგორ გავზარდოთ ჩვენი შედეგი წოლჭიმში.
როდესაც თქვენ ვარჯიშობთ წონებით, დგება მომენტი, როცა სავარჯიშო წონას ვეღარ უმატებთ. სანამ ხართ დამწყები, თქვენი პროგრესი შტანგით წოლჭიმში ვარჯიშისას არის თვალსაჩინო, თქვენ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში მოუმატოთ 20-30 კგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ თვეში შეძლებთ გააუმჯობესოთ საკუთარი შესაძლებლობები ასეთი პროგრესიით.
თანდათან შედეგის გაუმჯობესება გაგიჭირდებათ, რადგან საწყის ეტაპზე წონების მკვეთრი მომატება ხდება ტექნიკის დახვეწის ხარჯზე, კუნთი ეჩვევა ახალ სიმძიმეებს და მისი რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული. მაგრამ დგება მომენტი, როცა თვეში 5 კგ-ის მომატებაც დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, არადა კუნთის ზრდის მთავარი პირობაა სავარჯიშო წონების მუდმივად გაზრდა.
თუ ივარჯიშებთ ერთი და იგივე წონით, კუნთის ზრდა შეჩერდება, რადგან ის ეჩვევა წონას და თუ არ მისცემთ ახალ დატვირთვას ან არ შეცვლით ვარჯიშს კუნთის მასა აღარ გაიზრდება. წოლჭიმში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი მეტად ეფექტური ხერხი ზღვრული წონის დასაძლევად, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ.
ფორსირებული მეთოდით ვარჯიში.
დავუშვათ თქვენ უკვე რამოდენიმე ვარჯიშია წოლჭიმში ვარჯიშობთ 100 კგ-ით და ვერაფრით ვერ უმატებთ წონას. თავდაპირველად თქვენ ცდილობთ გაზარდოთ გამეორებები ამ წონით, მაგალითად, თუ 100კგ–ით აკეთებთ 8 გამეორებას მოუმატეთ 12-მდე. ამის გაკეთებაში თქვენ უნდა დაიხმაროთ მწვრთვნელი, რომლის დახმარებით შეძლებთ 8 გამეორება გაზარდოთ 12-მდე. თქვენ შეეცდებით თავად ჩამოწიოთ შტანგა და აწევისას ოდნავ გეხმარებათ მწვრთნელი.
როდესაც შეძლებთ დამოუკიდებლად 100 კგ–ის 12-ჯერ გამეორებას შეგიძლიათ მოუმატოთ წონას 5-10 კგ–ით და ისევ მწვრთვნელის დახმარებით სცადოთ შტანგის აწევა, უარყოფით ფაზაში დამოუკიდებლად მუშაობთ, მწვრთვნელი გეხმარებათ მხოლოდ აწევაში, ამით კუნთს აჩვევთ ახალ წონას, წინააღმდეგობას უწევთ რომ შტანგა არ დაგეცეთ მკერდზე, რითაც აძლიერებთ სტაბილიზატორ კუნთებს და გემატებათ ძალა.
ეს მეთოდი შეგიძლია გამოიყენო როცა ვეღარ ახერხებ შედეგის გაუმჯობესებას არა მარტო წოლჭიმში, არამედ ბევრ სხვა ვარჯიშშიც. (დღეისათვის ამ მეთოდს ერიდებიან წოლჭიმელები, რადგან ნეგატიურ ფაზაში დიდი წონებით მუშაობისას ზიანდება მყესები, დროთა განმავლობაში ეს ტრავმები გროვდება და შეიძლება მყესის გაწყვეტა გამოიწვიოს). მომავალში მე გაგაცნობთ სხვა მეთოდებსაც, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ წონის მომატებას წოლჭიმში.