დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი.

დამწყებებისთვის

13 Mar

რძემჟავა – მტერი თუ მეგობარი.

  • In დამწყებებისთვის

რძემჟავა წარმოიშობა კუნთებში გლუკოზის დაშლის –ანაერობული გლიკოლიზის შედეგად, რომელიც იწვევს მუშა კუნთის წვას. კუნთის დაღლას უშუალო კავშირი აქვს მუშაობისას დახარჯულ ნახშირწყლების მარაგთან, რაც კუნთის მუშაობის მთავარ საწვავს წარმოადგენს. დიდი ხნით მუშაობისას კუნთში ნახშირწყლების მარაგი  ილევა და მათ ნაცვლად გროვდება ცვლის პროდუქტი – რძემჟავა, რომელიც კუნთის დაღლას იწვევს. ერთი და იგივე კუნთის ვარჯიშის დროს რძემჟავა გროვდება კუნთში და რაც უფრო მეტ გამეორებას ვაკეთებთ, მით მეტია რძემჟავაც. ორგანიზმი ენერგიის საწარმოებლად იყენებს გლუკოზას, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს იშლება (ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე), მისი დაჟანგვის საბოლოო პროდუქტი არის ლაქტატი და წყალბადის იონები. წყალბადის იონების ზედმეტი რაოდენობა ანადგურებს მიტოქონდრიებს კუნთის ბოჭკოებში, ანუ ზიანს გვაყენებს, ხოლო მისი ზომიერი რაოდენობა ეხმარება ტესტოსტერონს გახსნას უჯრედის დნმ–ის ინფორმაცია და დაიწყოს ცილის სინთეზი, ანუ კუნთის ზრდა. ინტენსიური ვარჯიშის დროს ლაქტატი გროვდება და ვერ გამოდის კუნთიდან. როდესაც ჩვენ ვამთავრებთ ვარჯიშის გამეორებებს, ლაქტატის დონე კრიტიკულია და იწყება კუნთის წვა. დასვენების დროს რძემჟავის დონე მცირდება. რაც მეტს და ინტენსიურად ვვარჯიშობთ, მით მეტი რძემჟავა გროვდება კუნთებში.

ზოგს გონია, რომ რძემჟავა ცუდია კუნთისთვის, თუმცა ეს ასე არ არის. როგორც კი გვერდზე გადადებთ შტანგას სისხლი მაშინვე გამორეცხავს კუნთს რძემჟავისგან, რომელიც ხვდება ღვიძლში და ხელახლა გარდაიქმნება გლუკოზად, ამ პროცესს გლუკონეოგენეზი ეწოდება. ეს გლუკოზა ისევ გამოყენება როგორც ენერგიის წყარო. ლაქტატის ასეთი ციკლი უმატებს სიმჟავეს სისხლში, რაც სტიმულს აძლევს ორგანიზმს და აახალგაზრდავებს.

გამოდის ორგანიზმი რძემჟავას გამოიყენებს როგორც ენერგიის წყაროს და ნედლეულს გლუკოზისთვის. ვარჯიშის დროს მიღებული რძემჟავის 75% გამოიყენება როგორც საწვავი, დანარჩენ 25%-ს ღვიძლი და თირკმელი გარდაქმნის გლუკოზად. ამრიგად ზედმეტი რძემჟავა კუნთში არ გროვდება და შენარჩუნებულია გლუკოზის დონე. ეს კი ახანგრძლივებს ვარჯიშს.

მძიმე ვარჯიშის მეორე მესამე დღეს კუნთის ტკივილთან (კრეპატურასთან) რძემჟავას არავითარი საერთო არ აქვს. ეს ტკივილი გამოწვეულია კუნთის ბოჭკოების მიკრო ტრავმებით (მიოფიბრილების გაწყვეტით). წონის დაშვება იწვევს კუნთის დაზიანებას წონის აწევა კი არ იწვევს მიკროტრავმებს და სწორედ ამ ფაზაში ხდება რძემჟავის გამომუშავება.

როგორ მოვიქცეთ, რომ რძემჟავა ნაკლებად დაგროვდეს:

ვარჯიშის დაწყებამდე კარგად გახურდით.
გააკეთეთ გაწელვები ყველა მისვლის მერე.
მოუმატეთ წონებს თანდათანობით.
არ გააცდინოთ ვარჯიშები.
სრულად აღიდგინეთ ძალები ვარჯიშის შემდეგ.

დასკვნა: რძემჟავა ვარჯიშის დროს იწვევს კუნთში წვის შეგრძნებას, მაგრამ არა ტკივილს მეორე ან მესამე დღეს.

Tags:გლუკონეოგენეზილაქტატირძემჟავაუჯრედის დნმწყალბადის იონები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.