დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • მუცლის პრესი
  • 5 შეცდომა პრესის ვარჯიშისას.

მუცლის პრესი

13 Mar

5 შეცდომა პრესის ვარჯიშისას.

  • In მუცლის პრესი

1. მცდარია შეხედულება, თითქოს მუცლის პრესის ვარჯიში წვავს ცხიმს მუცელზე და გვერდებზე. არც ერთი ვარჯიში არ წვავს ცხიმს კონკრეტულ ზონაში, ნებისმიერი ვარჯიში მოითხოვს ენერგიის ხარჯვას, რითაც იწვება კალორიები. რაც უფრო მძიმეა ვარჯიში, მით მეტია ენერგიის ხარჯი. ამიტომ მძიმე შტანგით ჩაჯდომების 1 ვარჯიში უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე 2 მისვლა პრესის ვარჯიში.

2. კიდევ ერთი შეცდომა: სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება ზედა, ქვედა და შუა პრესზე. მუცლის პრესი ანატომიურად არ იყოფა ზედა და ქვედა ნაწილებად. როცა ვავარჯიშებთ პრესის ნებისმიერ ნაწილს, ერთვება მუცლის სწორი კუნთი მთლიანად. მართალია, როცა ვწევთ კორპუსს უფრო მეტად იტვირთება მუცლის სწორი კუნთის ზედა ნაწილი, ხოლო როცა ვწევთ ფეხებს, მუცლის სწორი კუნთის ქვედა ნაწილი, მაგრამ მაინც პრესი მუშაობს მთლიანად და ამიტომ აზრი არ აქვს 5-6 სხვადასხვა სახეობის პრესების კეთებას.

3. ბევრს არასწორად მიაჩნია, რომ მუცლის პრესს უნდა განსაკუთრებული ვარჯიში და 30 გამეორებაზე ნაკლების კეთებას აზრი არ აქვს. სინამდვილეში მნიშვნელობა აქვს არა გამეორებებს, არამედ დროს. იმისათვის რომ დავიყენოთ კუბიკები, საკმარისია 15-25 გამეორება 30-50 წამის განმავლობაში.

4. პრესის ვარჯიშისას ხშირია შეცდომა აბსოლუტურად გამართული ფეხების აწევა, ან გამართული კორპუსის აწევა. მუცლის კუნთის მთლიანი შეკუმშვა ხდება ზურგში მაქსიმალური მოხრისას. ნებისმიერი პრესის კეთებისას ეცადეთ მაქსიმალურად მოიხაროთ ზურგში და მკერდი მიუახლოვოთ ჭიპის ქვემოთა ნაწილს.

ქვედა პრესის კეთებისას ფეხები უნდა იყოს ოდნავ მოხრილი და აწევისას უნდა ეცადოთ წამოწიოთ არა ფეხები, არამედ საჯდომი. ამით თქვენ მოხსნით დატვირთვას ფეხებიდან და მაქსიმალურად დაიტვირთება მუცლის კუნთები.

5. შეცდომაა, როცა ფიქრობენ, რომ ძლიერი პრესი ნიშნავს ბრტყელ მუცელს. რაც არ უნდა ძლიერი იყოს პრესი, თუ ზევიდან ადევს ცხიმის ფენა, ბრტყელი მუცელი არ გექნებათ. მეტიც, კუბიკების შემთხვევაშიც მუცელი შეიძლება იყოს წინ გადმოგდებული, რადგან  მუცლის შეზნექაზე მუშაობს მუცლის განივი კუნთი და არა მუცლის სწორი კუნთი. ამიტომ შეწეული მუცლის მისაღებად უნდა ავარჯიშოთ სწორედ ეს კუნთი. რისთვისაც კარგია ვარჯიში ვაკუუმი (შეზნიქეთ მუცელი სხვადასხვა მდგომარეობაში და შეიკავეთ სუნთქვა).

თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, თქვენ უფრო მალე მიიღებთ ბრტყელ მუცელს და არ დაკარგავთ ბევრ დროს პრესის ზედმეტად ვარჯიშზე.

Tags:ბრტყელი მუცელივაკუუმიმუცლის პრესიპრესი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რატომ არის მუცელი წინ გამოწეული და რა იწვევს ჰიპერლორდოზს.

  • July 28, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in მუცლის პრესი
როცა იცავთ სწორ კვებას, მაგრამ მუცელი მაინც წინ არის გამოწეული, ეს სუსტი დუნდულა და მუცლის კუნთების ბრალია, რაც...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
პრესის ვარჯიში ,,პლანკა”.
March 18, 2022
პრესის არ ქონის 8 მიზეზი.
March 14, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.