დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ძალა
  • როგორ გავზარდოთ ჩვენი შედეგი წოლჭიმში.

ძალა

13 Mar

როგორ გავზარდოთ ჩვენი შედეგი წოლჭიმში.

  • In ძალა

როდესაც თქვენ ვარჯიშობთ წონებით, დგება მომენტი, როცა სავარჯიშო წონას ვეღარ უმატებთ. სანამ ხართ დამწყები, თქვენი პროგრესი შტანგით წოლჭიმში ვარჯიშისას არის თვალსაჩინო, თქვენ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში მოუმატოთ 20-30 კგ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ თვეში შეძლებთ გააუმჯობესოთ საკუთარი შესაძლებლობები ასეთი პროგრესიით.

თანდათან შედეგის გაუმჯობესება გაგიჭირდებათ, რადგან საწყის ეტაპზე წონების მკვეთრი მომატება ხდება ტექნიკის დახვეწის ხარჯზე, კუნთი ეჩვევა ახალ სიმძიმეებს და მისი რესურსი ბოლომდე არ არის გამოყენებული. მაგრამ დგება მომენტი, როცა თვეში 5 კგ-ის მომატებაც დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს, არადა კუნთის ზრდის მთავარი პირობაა სავარჯიშო წონების მუდმივად გაზრდა.

თუ ივარჯიშებთ ერთი და იგივე წონით, კუნთის ზრდა შეჩერდება, რადგან ის ეჩვევა წონას და თუ არ მისცემთ ახალ დატვირთვას ან არ შეცვლით ვარჯიშს კუნთის მასა აღარ გაიზრდება. წოლჭიმში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი მეტად ეფექტური ხერხი ზღვრული წონის დასაძლევად, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ.

ფორსირებული მეთოდით ვარჯიში.

დავუშვათ თქვენ უკვე რამოდენიმე ვარჯიშია წოლჭიმში ვარჯიშობთ 100 კგ-ით და ვერაფრით ვერ უმატებთ წონას. თავდაპირველად თქვენ ცდილობთ გაზარდოთ გამეორებები ამ წონით, მაგალითად, თუ 100კგ–ით აკეთებთ 8 გამეორებას მოუმატეთ 12-მდე. ამის გაკეთებაში თქვენ უნდა დაიხმაროთ მწვრთვნელი, რომლის დახმარებით შეძლებთ 8 გამეორება გაზარდოთ 12-მდე. თქვენ შეეცდებით თავად ჩამოწიოთ შტანგა და აწევისას ოდნავ გეხმარებათ მწვრთნელი.

როდესაც შეძლებთ დამოუკიდებლად 100 კგ–ის 12-ჯერ გამეორებას შეგიძლიათ მოუმატოთ წონას 5-10 კგ–ით და ისევ მწვრთვნელის დახმარებით სცადოთ შტანგის აწევა, უარყოფით ფაზაში დამოუკიდებლად მუშაობთ, მწვრთვნელი გეხმარებათ მხოლოდ აწევაში, ამით კუნთს აჩვევთ ახალ წონას, წინააღმდეგობას უწევთ რომ შტანგა არ დაგეცეთ მკერდზე, რითაც აძლიერებთ სტაბილიზატორ კუნთებს და გემატებათ ძალა.

ეს მეთოდი შეგიძლია გამოიყენო როცა ვეღარ ახერხებ შედეგის გაუმჯობესებას არა მარტო წოლჭიმში, არამედ ბევრ სხვა ვარჯიშშიც. (დღეისათვის ამ მეთოდს ერიდებიან წოლჭიმელები, რადგან ნეგატიურ ფაზაში დიდი წონებით მუშაობისას ზიანდება მყესები, დროთა განმავლობაში ეს ტრავმები გროვდება და შეიძლება მყესის გაწყვეტა გამოიწვიოს). მომავალში მე გაგაცნობთ სხვა მეთოდებსაც, რომელთა საშუალებითაც თქვენ შეძლებთ წონის მომატებას წოლჭიმში.

Tags:გავზარდოთ შედეგიპროგრესიუარყოფითი ფაზაფორსირებული მეთოდიწოლჭიმი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო პროგრამა ძალაზე + მასა.

  • January 14, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in პროგრამები
ორშაბათი მკერდი / უკანა დელტა / ბიცეფსი 1. წოლჭიმი:  
4 ფაქტორი, რომლის გარეშეც კუნთი არ იზრდება. პრაქტიკული ნაწილი.
March 20, 2022
ძალისმიერი სპორტი და სპორტის საბრძოლო სახეობები (მოკრივეებისთვის და მოჭიდავეებისთვის).
March 17, 2022
როგორ გავაძლიეროთ მყესები.
March 15, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.