დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • შვარცნეგერი ორძელზე აზიდვების შესახებ.

ვარჯიშები

13 Mar

შვარცნეგერი ორძელზე აზიდვების შესახებ.

  • In ვარჯიშები

დღეს ფიტნეს კლუბები ყველანაირი ტრენაჟორებითაა სავსე და უკანა პლანზე გადაიწია ბევრმა კარგმა ვარჯიშმა. ხშირად არც კი იყენებენ ისეთ ეფექტურ ვარჯიშებს როგორიცაა იატაკიდან, ღერძზე და ორძელზე აზიდვები.

შვარცნეგერის აზრით ყველანაირი აზიდვები არის ბოდიბილდინგის ფუნდამენტური ვარჯიშები. განიერი ხელის მოჭიდებით ღერძზე აზიდვებს შეუძლიათ მხრები საგრძნობლად გააგანიეროს. რაც შეეხება იატაკიდან და ორძელზე აზიდვებს: განსხვავებით გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ეს ვარჯიშები ტრიცეპსის იზოლირებული ვარჯიშებია, შვარცნეგერი თვლის, რომ ეს არის მთლიანი მხრის სარტყელის და მკერდის ბაზისური ვარჯიშები.

დაიწყეთ აზიდვები და თვითონ დაინახავთ სხეულის საოცარ ცვლილებას. თავი გიჭირავთ უფრო სწორად, აღარ მოიხრებით ხერხემალში, მხრები უფრო განვითარდება. გამოიკვეთება მკერდის კუნთები და გაძლიერდება ხელები. იატაკიდან აზიდვებში აქტიურად არის ჩართული მუცლის პრესიც.

მკერდისთვის – ორძელზე აზიდვები ერთადერთი ვარჯიშია, რომელსაც შეუძლია გამოკვეთოს ქვედა და შიდა მკერდის კუნთი, რასაც ვერ მიაღწევთ წოლჭიმით. თუ დავუჯერებთ შვარცნეგერს, ორძელზე 6 თვის ვარჯიშით თქვენ მიიღებთ გამოკვეთილ ქვედა მკერდს. უმჯობესია ორძელი იყოს განიერი, მთავარი პირობაა მაჯები იყოს უფრო განზე, ვიდრე მხრები. კორპუსი ძლიერ გადმოწიეთ წინ, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გადახრის კუთხეს. უნდა შეარჩიოთ ისეთი კუთხე, როცა ყველაზე მეტად იგრძნობთ მკერდს. შეგიძლიათ დაიხმაროთ პარტნიორი, რომელიც დაგიჭერთ ფეხებს და დაგეხმარებათ ამ კუთხის დაჭერაში. ამის შემდეგ გაიკეთეთ ქამარი და თანდათან მოუმატეთ წონებს.

ტრიცეპსებისთვის – ორძელზე აზიდვები უფრო იზოლირებული ვარჯიში გამოგვივა, ვიდრე ვიწრო ხელის მოჭიდებით შტანგის აწევა წოლჭიმში. ამისათვის ტანი უნდა იყოს ვერტიკალური და ორძელი იმდენად ვიწრო, რომ აზიდვისას ხელები ეხებოდეს გვერდებს. იდაყვები არ გაშალოთ გვერდზე, ისინი უნდა მიმართოთ უკან. ეს ვარჯიში კარგად ზრდის ტრიცეპსს.

იგივე ვარჯიში შეგიძლიათ გააკეთოთ ორ სკამს შორის. სიმძიმე შეგიძლიათ დაიდოთ ბარძაყებზე.

ძალა.

აზიდვები ეფექტური ვარჯიშია ძალის გასავითარებლად მთლიანი მხრის სარტყელისთვის. აქ კუთხის არჩევა არ არის საჭირო, სხეული თვითონ მოძებნის საჭირო მდგომარეობას. ქამარზე დაიკიდეთ სიმძიმე და გააკეთეთ 6-8 გამეორება. შვარცნეგერი 80 კგ-ანი სიმძიმით აკეთებდა აზიდვებს.

პამპინგი.

აზიდვები გამოდგება ტრიცეპსის პამპინგისთვის, ასევე მთლიანი მხრის სარტყელისთვის. დაიხმარეთ პარტნიორი და გააკეთეთ 30-50 აზიდვა.

შემდეგში, როცა ავარჯიშებთ მკერდს და ტრიცეპსს, აუცილებლად ჩართეთ აზიდვები პროგრამაში.

Tags:მკერდიორძელზე აზიდვებიორძელიტრიცეპსი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.