დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • ცოტა რამ ლუდის შესახებ.

კვება

13 Mar

ცოტა რამ ლუდის შესახებ.

  • In კვება

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მატულობს ლუდის მოხმარებაც. სანამ დაიწყებთ ლუდის გადამეტებულად მოხმარებას გირჩევთ გაეცნოთ მის უკუჩვენებებს:

1. ლუდი არაყზე მავნებელია, რადგან 10-ჯერ და 100-ჯერ მეტ შხამიან ნივთიერებებს (მეთანოლი, ეთირები და სხვ.) ინარჩუნებს დუღილის პროცესში, ვიდრე არაყი.

2. ლუდის ალკოჰოლიზმი – რთული ფსიქოგოლიური დაავადებაა. ლუდის დასალევად არ არის საჭირო რაიმე მიზეზის მოძებნა: ლუდი შეიძლება დალიო მარტომ, ძმაკაცებთან, სახლში, ქუჩაში, დამჯდარმა, ფეხზე მდგომმა და ა.შ. ამიტომ ნარკოლოგიის კუთხით ლუდის ალკოჰოლიზმი არის ალკოჰოლიზმის ურთულესი ფორმა, რომელიც ძნელად ინკურნება.

3. ლუდი არის უდიდესი თავის მოტყუება. 1 ბოთლი ლუდი არის 50-100 გრ. არყის ექვივალენტი სიმაგრის /გრადუსის მიხედვით. 5-6 ბოთლი ლუდის დალევით თქვენ იღებთ ერთი ბოთლი არყის ეთილის სპირტის დოზას. ვინც დღეში სვავს 1 ბოთლ არაყს, არის გამოუსწორებელი ალკოჰოლიკი, მაშინ როცა 2-3 ლ. ლუდის დალევა ითვლება ნორმალურ მოვლენად.

4. ახალგაზრდების უმრავლესობას თავდაპირველად არ მოსწონს ლუდის გემო, მაგრამ დალევას მაინც იწყებს, რათა დაამტკიცოს რომ ზრდასრულია და კარგი ტიპია.

5. ბევრი ფიქრობს, რომ ლუდის მოხმარებით იღებს ვიტამინების და მიკროელემენტების დღიურ დოზას. ვიტამინები ლუდში ხვდება ალაოდან, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. თუმცა ლუდის მომზადების პროცესში ვიტამინების კონცენტრაცია მინიმუმამდე მცირდება.

6. ლუდი გამორეცხავს ორგანიზმიდან მიკრო ელემენტებს, განსაკუთრებით კალიუმს, მაგნიუმს და ვიტამინ C-ს. კალიუმის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს გულის მუშაობის რიტმის დარღვევას, იწვევს კანის სიმშრალეს, ფეხებში სისუსტეს. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს გუნების გაფუჭებას, ადამიანი მალე ღიზიანდება და ცუდად ძინავს. ვიტამინ C-ს გამორეცხვით ეცემა იმუნიტეტი, ვითარდება ტვინის ჰიპოქსია, ხშირად ავადდება გრიპით. თირკმელებს უწევთ ლუდის დიდი რაოდენობის გატარება და გაწმენდა, ამიტომ ლუდის სარგებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

7. ზოგიერთი თვლის, რომ ლუდი კარგია პოტენციის მოსამატებლად. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თირკმელებზე ტოქსიკური მოქმედების გამო ალკოჰოლი ბლოკავს ანდროგენების გამომუშავებას, რომლებიც განსაზღვრავენ სექსუალურ ლტოლვას. ამიტომ ლუდის ბოროტად გამოყენება სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით დაგიჯდებათ.

მამაკაცებში ლუდის გადამეტებული სმის შედეგად ორგანიზმი გამოყოფს ესტროგენებს, რომელიც თრგუნავს მამაკაცურ ჰორმონ ტესტოსტერონს, რაც იწვევს მამაკაცის ფიგურის ცვლილებას: იზრდება მკერდის ჯირკვლები, მსხვილდება გვერდები და საჯდომი.

ქალებში ლუდის ხშირი გამოყენება ზრდის სიმსივნის განვითარების ალბათობას. ხოლო ქალები, რომლებიც მოიხმარენ ლუდს ბავშვის მკერდით კვების პერიოდში, შეიძლება ბავშვებში გამოიწვიოს ეპილეპტიკური კრუნჩხვები. ასევე ქალებს უბოხდებათ ხმა.

ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე საერთოდ ლუდის წინააღმდეგი კი არა ვარ და ვინმეს კი არ ვაშინებ, უბრალოდ გირჩევთ, რომ ლუდი მოიხმაროთ ზომიერად და არ გადააჭარბოთ, ამ შემთხვევაში სიამოვნებასაც მიიღებთ და ჯანმრთელობასაც არ დაიზიანებთ.

Tags:ლუდი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.