ცხიმისმწველი კოქტეილების რამოდენიმე რეცეპტი.
1). სამკურნალო წყალი (სასის წყალი) – რომელიც აწყნარებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, გამოაქვს ზედმეტი სითხე, აჩქარებს მეტაბოლიზმს.
2 ლიტრი სუფთა წყალი, არ აიღოთ მინერალური წყალი.
1 ჩაის კოვზი გახეხილი იმბირი
1 გათლილი და მრგვალად დაჭრილი კიტრი
1 წვრილად დაჭრილი ლიმონი
10-12 ფოთოლი პიტნა
ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში და ვინახავთ მაცივარში ღამის განმავლობაში. სასის წყალის ეს რაოდენობა უნდა მიიღოთ 1 დღეღამის განმავლობაში.
2). ნიახურის წვნიანი – ნიახური კარგი ცხიმისმწველია.
1 თავი კომბოსტო
2 ცალი გრძელი ტკბილი წიწაკა
4 პომიდორი
100 გრამი ნიახური და მწვანილი გემოვნებით
500 მლ ტომატი
ყველაფერი წვრილად დაჭერით და დაასხით წვენი, გაზზე დადგით და მიიყვანეთ დუღილამდე. მაშინვე გადმოდგით 15 წუთით და შეგიძლიათ მიირთვათ. ეს წვნიანი შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით და ჯობია ცივი.
თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ წვნიანი გახდომისთვის თქვენი გემოვნებით. გამოიყენეთ ნებისმიერი კომბოსტო, ტომატი, პომიდორი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, მწვანილები, ნიახური, ნიორი, სოკო.
3). ცხიმის მწველი კოქტეილები – კოქტეილები შეიცავენ პროდუქტებს, რომლებიც აჩქარებენ მეტაბოლიზმს.
მათი მომზადება არ არის რთული. საჭიროა წვრილად დაჭრა და ბლენდერით დაქუცმაცება.
1. ლიმონი – პიტნის მსუბუქი კოქტეილი:
1 კივი
1 ლიმონის ნაჭერი
7 ტოტი პიტნა
100 მლ წყალი
თაფლი თქვენი სურვილით
2. გრეიფრუტის და ანანასის კოქტეილი:
4 ნაჭერი ანანასი
მეოთხედი გრეიფრუტი
250 მლ კეფირი
30 გრამი გოგრის თესლი
30 მლ ქოქოსის კარაქი/ზეთი
გრეიფრუტს კარგად მოაცილეთ კანი და კურკები, ყველაფერი შეურიეთ და დააბლენდერეთ.
3. კეფირის კოქტეილი სანელებლებით:
250 მლ კეფირი
1 მარილის კოვზით წითელი წიწაკა
ნახევარ – ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და იმბირი
კარგად დააბლენდერეთ და მაშინვე დალიეთ, უმჯობესია ძილის წინ.
4. ტკბილი კოქტეილი:
250 მლ წყალი
1 ჩაის კოვზი თაფლი
1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
ერთი დარიჩინის ჩხირი
ეს კოქტეილი კარგია მიიღოთ დილით, მოგცემთ ენერგიას და კარგ განწყობას.
ეს კოქტეილიები გამოიყენეთ როგორც მცირე საკვების მიღება. ისინი გიქმნიან კარგ განწყობას, გაწვდიან ვიტამინებს და არ შეიცავს ზედმეტ კალორიებს.
იმისათვის რომ შექმნათ თქვენი საავტორო ცხიმის მწველი კოქტეილი, გამოიყენეთ 1 წვნიანი და 1 მკვრივი ხილი. დამატებითი პროდუქტები: სანელებლები, თხილეული, მწვანილი, ყინული, წყალი, იოგურტი, კეფირი, რძე, იმბირი, სელის თესლი. შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, წიწაკა, ისპანახი, სალათის ფურცელი.