დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • საუკეთესო ვარჯიშები მასის მატებისათვის.

ვარჯიშები

14 Mar

საუკეთესო ვარჯიშები მასის მატებისათვის.

  • In ვარჯიშები, მასის მომატება

საუკეთესო ბიცეპსისათვის.

შტანგის აწევა ბიცეპსით ფეხზე დგომში.

EZ შტანგა მოხერხებულია სავარჯიშოდ, მაგრამ თუ გინდათ დატვირთოთ ბიცეპსის ორივე კონა ივარჯიშეთ სწორი გრიფის შტანგით.

საუკეთესო მკერდის კუნთებისთვის.

განტელებით წოლჭიმი.

შტანგასთან შედარებით განტელებით ვარჯიშისას მკერდზე დატვირთვა იზრდება. შტანგით ვარჯიშისას გამართული ხელები და გრიფი კრავს ჩარჩოს და მუშაობაში ერთვება წინა დელტები, რომელიც თავის თავზე იღებს დატვირთვის ნაწილს, შესაბამისად მკერდი არ იტვირთება სრულად.

საუკეთესო მხრებისთვის.

განტელების ჭიმი ფეხზე დგომში.

განიერი მხრებისათვის მნიშვნელოვანია შუა დელტების განვითარება, შტანგით ჭიმი კი მეტად ტვირთავს წინა დელტებს. იგივეა შტანგის თავს უკან ჩამოტანისას. მხოლოდ განტელები ტვირთავენ შუა მხარს 100%-ით, ვინაიდან განტელები მოძრაობენ ტანის ღერძის გასწვრივ, შტანგა კი ღერძის ან წინ ჩამოგვაქვს, ან უკან. ვარჯიში შეიძლება შეასრულოთ დამჯდარმაც.

საუკეთესო ტრიცეპსებისთვის.

ორძელზე აზიდვა.

იზოლირებული ვარჯიშები მასას ნაკლებად ზრდის. არადა ყველა იზოლირებული ვარჯიში ტრიცეპსზე მუშაობს იდაყვში. მხოლოდ აზიდვისას და ვიწრო ჭიდით შტანგის წოლჭიმის დროს მუშაობს მხარი და იდაყვი ერთად, მაგრამ აზიდვები უკეთესია.

საუკეთესო კვადრიცეპსებისთვის.

ჩაჯდომები შტანგით მკერდზე.

შტანგით მხრებზე ჩაჯდომებისას დატვირთვის ნაწილი მოდის ფეხის ბიცეპსზე და დუნდულებზე. კვადროების მიზნობრივი დატვირთვისთვის შტანგა გადაიტანეთ მკერდზე. დატვირთვა კვადრიცეპსებზე იმატებს 25%.

საუკეთესო ფეხის ბიცეპსისთვის და დუნდულებისთვის.

რუმინული შტანგის ამოწევა.

გამართული ფეხებით შტანგის ამოწევა. ამ ვარჯიშში წელში გამართვისას შტანგა ამოგვაქვს ბიცეპსის და დუნდულების დაძაბვით. ტრენაჟორზე ფეხების მოკეცვა ახლოსაც კი ვერ მოვა ამ ვარჯიშთან.

საუკეთესო წვივებისათვის.

ფეხზე მდგომი ფეხის ცერებზე აწევა.

ადამიანი წვივებით ფეხზე მდგომი ცერებზე აწევისას უფრო მეტ წონას წევს ვიდრე სხვა ვარჯიშებში. ამიტომ ეს ვარჯიში არის წვივების მთავარი ვარჯიში.

საუკეთესო ფართო ზურგისთვის.

ვერტიკალური ბლოკის ფართო ჭიდით ჩამოტანა მკერდთან.

ფართო ზურგისთვის ყველას გაასწრო ვერტიკალური ბლოკის ფართო ჭიდით ჩამოტანამ მკერდთან.

საუკეთესო პრესისთვის.

საუკეთესო პრესისთვის არის ჩვეულებრივი ვარჯიში იატაკზე დაწოლილ მდგომარეობაში წამოწევები. ხელები საფეთქლებთან ან მკერდზე, ოდნავ წამოწევა, არ უნდა ჩავრთოთ წელის კუნთები და ბოლომდე თავს არ ვდებთ იატაკზე. ცხიმის დასაწვავად მაქსიმალური რაოდენობა სიმძიმის გარეშე, პრესის განვითარებისთვის 20-მდე გამეორება სიმძიმით. რელიეფისთვის ერთი ვარჯიში მაქსიმ-ური რაოდენობა, მეორე სიმძიმით 20.

საუკეთესო საერთო მასის მატებისათვის.

შტანგის ამოწევა.

ყველაზე კარგი ვარჯიში საერთო მასის მატებისათვის არის შტანგის ამოწევა. მასის მატებისათვის ჯობია პირამიდა 6 სერიაში.

ჩაჯდომები.

ჩაჯდომები არის ყველაზე რთული შესასრულებელი. იმისათვის რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა, ორგანიზმი მუშაობაში რთავს დიდი რაოდენობის სტაბილიზატორ კუნთებს. უკიდურესად დაძაბულია მთელი კორპუსის კუნთები – ზურგის, მკერდის, მხრების და სახისაც კი.

საწყის ეტაპზე დამწყებებს შეუძლიათ აკეთონ მხოლოდ 3 ვარჯიში: შტანგის ამოწევა, ჩაჯდომები და წოლჭიმი, შემდგომში შეუძლიათ გადავიდნენ სხვა ვარჯიშებზე.

Tags:კვადრიცეპსიმასის მომატებაპრესისაუკეთესო ვარჯიშებიფართო ზურგიფეხის ბიცეპსიშტანგის ამოწევაჩაჯდომებიწვივები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.