დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • შეცდომები შტანგის ამოწევისას.

ვარჯიშები

14 Mar

შეცდომები შტანგის ამოწევისას.

  • In ვარჯიშები

შტანგის ამოწევისას თავიდან აიცილებთ ტრავმებს, თუ ტექნიკურად სწორად შეასრულებთ ამ რთულ ვარჯიშს.

გადავიდეთ შეცდომებზე:

1. შტანგის ამოწევისას ზოგი ატრიალებს მხრებს, რაც საშიშია მხრებისთვის. მხრები უნდა იყოს ჩამოშვებული მთელი მოძრაობის დროს და არ უნდა ატრიალოთ.

2. ზოგი შტანგის იატაკიდან აღებისას, ძალიან დაბლა სწევს საჯდომს. ამის გამო მუხლები მიდის წინ და ამოწევისას შტანგის გრიფი ხვდება ფეხებს, უმჯობესია საჯდომი ოდნავ აწიოთ და წინ გადმოიხაროთ.

3. შტანგის იატაკიდან მოწყვეტისას ამოწევა დაიწყეთ ფეხების იატაკზე მიწოლით. არ შეიძლება შტანგის იატაკიდან მოწყვეტა ზურგით, ასეთი აწევით შეიძლება ზურგის სერიოზული ტრავმა მიიღოთ. ამიტომ ვარჯიში დაიწყეთ ფეხების იატაკზე მიწოლით და როცა შტანგის გრიფი გაუსწორდება მუხლებს ჩართეთ ზურგი.

4. ზოგი შტანგას აწყობს სადგამზე და მერე უშვებს დაბლა, არ დაიწყოთ შტანგის ამოწევა ზევიდან დაშვებით.

5. შეცდომაა ამ ვარჯიშის შესრულება ხელთათმანებით. ხელის მოჭიდება გაცილებით უკეთესია შიშველი ხელებით. ხელთათმანები მხოლოდ ხელს გიშლიან.

6. ფეხების ძალიან განზე დადგმა. ფეხები დადგით ისეთ სიგანეზე, რომ ხელებს არ შეუშალონ ამოწევაში. შტანგას ხელები მოკიდეთ მხრების სიგანეზე, ხოლო ფეხები ხელების შიგნით უნდა იყოს მოქცეული.

7. მუხლის ადრე მოკეცვა შტანგის დაშვებისას. მუხლის მოკეცვა დაიწყეთ როცა გრიფი გაუსწორდება მუხლებს, სხვა შემთხვევაში შტანგას მოირტყავთ მუხლებში.

8. ძალიან ცუდია ამ ვარჯიშის შესრულებისას სარკეში ყურება. სარკისკენ თავის შეტრიალებით კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებთ. უმჯობესია ვარჯიში ჩაწეროთ ვიდეოზე და შემდეგ ნახოთ თქვენი შეცდომები.

9. ბევრი ათლეტი ვარჯიშის ბოლოს ძალიან იხრება უკან, რაც ისევე სახიფათოა ხერხემლისთვის, როგორც მოხრილი ზურგით შტანგის ამოწევა.

10. ასევე ცუდია ხერხემლისთვის შტანგის მიწაზე დარტყმა, რადგან ეს დარტყმა გადმოდის ხერხემალზე. საკმარისია შტანგა ოდნავ შეახოთ მიწას.

Tags:შტანგის ამოწევა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.