დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • ვარჯიშის ოპტიმალური ხანგრძლივობა დამწყებებისთვის.

დამწყებებისთვის

14 Mar

ვარჯიშის ოპტიმალური ხანგრძლივობა დამწყებებისთვის.

  • In დამწყებებისთვის

დამწყებებმა არ იციან, რამდენ ხანს უნდა ივარჯიშონ და ამიტომ ვარჯიშობენ 2-3 სთ. მათ გონიათ, რომ რაც მეტს ივარჯიშებენ, მით უფრო სწრაფად გაეზრდებათ კუნთი. თუმცა ეს ის შემთხვევა არაა, როცა ბევრი კარგია.

ვარჯიშის ხანგრძლივობა უნდა იყოს ასეთი:

პირველი 25-30 წთ. ვხარჯავთ გლიკოგენს კუნთებში. შემდეგი 20 წუთი ვხარჯავთ გლიკოგენს ღვიძლიდან.

ამიტომ გამძლეობა გვყოფნის 45-50 წთ. ამიტომ ძალისმიერი ვარჯიში არ უნდა გაგრძელდეს 60 წთ. მეტ ხანს, უმჯობესია 45-50 წთ, მოთელვის და გაწელვების გარეშე. ჩვენ უნდა ჩავეტიოთ დროის ამ მონაკვეთში.

მაგრამ როგორ ჩავეტიოთ ამ დროში?

1. ვარჯიშების რაოდენობა.

იმისათვის, რომ ჩავეტიოთ ამ დროში (45-50 წთ.) უნდა შევასრულოთ ვარჯიშების ოპტიმალური რაოდენობა და არა 12-15 ვარჯიში. თუ შეასრულებთ 6-8 ვარჯიშს, თქვენ აუცილებლად ჩაეტევით ამ დროში.

2. შესვენების დრო მისვლებს შორის.

ბევრმა არ იცის რამდენ ხანს ისვენებს მისვლებს შორის, უმეტესობა ისვენებს 3-5 წთ, ან მეტს. აქედანაა ვარჯიშის ხანგრძლივობა 2 სთ. და მეტი. ეცადეთ აკონტროლოთ შესვენების დრო მისვლებს შორის, ოპტიმალურია 1 წთ, მაქსიმუმ (ზოგჯერ) 2 წუთი.

3. სპლიტ ვარჯიშები.

უმრავლესობა ვარჯიშობს ქაოტურად, პროგრამის გარეშე. უნდა წინასწარ გქონდეთ სავარჯიშო პროგრამა შედგენილი. ზუსტად უნდა იცოდეთ რას გააკეთებთ მომდევნო ვარჯიშზე.

4. პიკის საათი დარბაზში.

ზოგჯერ საღამოს მიდიხარ დარბაზში და იქ გხვდებათ უამრავი ხალხი, რომლებიც 15 წთ. ელოდებიან თავიანთ რიგს შტანგასთან ან ტრენაჟორთან. მოერიდეთ პიკის საათში ვარჯიშს, ასეთი ვარჯიში არაფერს მოგცემთ.

5. სუპერ–სეტები, ტრი–სეტები, გიგანტური–სეტები.

ვარჯიშის ასეთი მეთოდები ამცირებს ვარჯიშის დროს. მაგრამ ეს მეთოდები გამოცდილი ბბ-სთვისაა (დამწყებისთვის არ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება).

რა მოხდება, თუ ივარჯიშებთ 60 წუთზე დიდხანს?

თუ ივარჯიშებთ 60 წთ. მეტ ხანს, ეს ვარჯიში იქნება კუნთების ხარჯზე. დაახლოებით 45-60 წთ ინტენსიური ვარჯიშის მერე იწყება კატაბოლური ჰორმონების კორტიზოლის და ნორადრენალინის გამომუშავება. ამ ჰორმონების ზემოქმედებით კუნთი იშლება ამინოების დონეზე. ამინოები როგორც ავარიული საწვავი ხვდება სისხლში და თქვენ შეძლებთ გააგრძელოთ ვარჯიში, მაგრამ დაკარგავთ კუნთებს. მეტიც, ხანგრძლივმა ვარჯიშებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გადაღლა, რასაც თან მოსდევს კუნთის ზრდის შეჩერება.

დასკვნა: ძალისმიერი ვარჯიშის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა უმეტეს 45-60 წთ. ამ დროში მოთელვა და გაწელვები არ შედის. ეს რაც შეეხება მასის მომატებას.

თუ თქვენი მიზანი ცხიმის დაწვაა, ძალისმიერ ვარჯიშს ემატება კიდევ კარდიო ვარჯიში.

ძალისმიერი ვარჯიში გრძელდება დაახლოებით 30 წთ, ხოლო კარდიო ვარჯიში იწყება როგორც კი ვამთავრებთ ძალისმიერ ვარჯიშს და ისიც გრძელდება 30 წუთამდე.

Tags:ვარჯიშის ხანგრძლივობა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.