დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • კვება ეკტომორფებისთვის.

კვება

14 Mar

კვება ეკტომორფებისთვის.

  • In კვება, მასის მომატება

ეკტომორფებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვებას. სპორტული კვების გარეშე ეკტომორფებისთვის სერიოზული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. ეს კავშირშია მათ სწრაფ მეტაბოლიზმთან, ასევე იმასთან, რომ ჩვეულებრივი საკვებიდან შეუძლებელია საჭირო რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებების მიღება.

როგორ უნდა იკვებებოდნენ ეკტომორფები.

1. ეკტომორფები უნდა იკვებებოდნენ დღეში 5-6-ჯერ.

2. ცხიმების დღიური ნორმა უნდა იყოს 20%, ძალიან სასარგებლოა ომეგა-3.

3. ცილების რაოდენობა 1 კგ. მასაზე უნდა შეადგენდეს 2 გრ, ან მეტს. მიღებული კალორიების 25%-ს. ცილების წყაროა: კვერცხი, ხორცი, ხაჭო, თევზი, პარკოსნები.

4. ნახშირწყლები უნდა შეადგენდეს კალორიების 50-60 %-ს. ფაფები, ბოსტნეული, უხეშად დაფქვილი ფქვილის ნაწარმი, ანუ ნელი ნახშირწყლები. გამოიყენეთ შვრია, წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდი, მაკარონი, პარკოსნები.

5. მიიღეთ ხილი და მწვანილი, ისინი ვიტამინების და მიკროელემენტების წყაროა, ოღონდ დაიცავით ზომიერება, რადგან დიდი რაოდენობის უჯრედისი გამოიწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას.

6. დალიეთ საკმარისი წყალი, 3 ლ-მდე დღეში.

ეკტომორფისთვის დღიური რაციონის მაგალითი:

დილის საუზმე: 2 კვერცხი, 100 გრამი ხორცი (ნებისმიერი უცხიმო), 200 გრ. რძე, კეფირი, ხაჭო ან იოგურტი, 1-2 ნაჭერი პური.

მეორე საუზმე: რომელიმე ფაფა, 200 გრ. რძე, ქიშმიში.

სადილი: წვნიანი, 100 გრ. ხორცი, 1-2 ნაჭერი პური ან მაკარონი.

სამხარი: 100გრ. ყველი და 1 ნაჭერი პური ან წიწიბურა, ბრინჯი.

ვახშამი: 100-150 გრ. ხაჭო.

შუალედებში ხილი ცალკე კვება. უმჯობესია სეზონური ადგილობრივი ხილი.

გამოიყენე: წიწიბურა, პშენი, ქერი, მაკარონი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა და სხვა). ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ჩირები, თხილეული.

კვება ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე.

ვარჯიშამდე ჯობია მიიღოთ ნელი ნახშირწყლები, რათა ორგანიზმი უზრუნველყოთ გლუკოზით. ვარჯიშის დროს დალიეთ წყალი ყლუპობით. ვარჯიშის მერე 20-30 წუთში აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახშირწყლებით და ცილებით მდიდარი საკვები. დასაშვებია ზომიერად სწრაფი ნახშირწყლები, ვარჯიშის შემდგომი ცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯრის დასახურად.

წონის კონტროლი.

კვირაში ერთხელ აკონტროლეთ წონა. კვირაში 500-700 გრ. მომატება ეკტომორფისთვის ნორმალურია. თუ წონა არ იმატებს (მიზეზი შეიძლება იყოს ჰომეოსტაზი), ე.ი. უნდა გაზარდოთ თქვენი რაციონის კალორიულობა და გამოიყენოთ სპორტულ კვება. ზოგჯერ ჰომეოსტაზის დასაძლევად საჭიროა კალორიულობის 2-ჯერ მეტად გაზრდა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ კალორიულობის 30%-ით გაზრდას შედეგი არ მოაქვს. 

Tags:გომეოსტაზიეკტომორფებიეკტომორფიკვებამასის მომატებაცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რამდენი გამეორება უნდა გაკეთდეს სხვადასხვა კუნთზე? (კუნთის ზრდისთვის)

  • January 27, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
მაქსიმუმის 30%-ით ვარჯიშით ნელი ბოჭკოები უკეთესად იზრდება, ვიდრე სწრაფი ბოჭკოები და პირიქით, 50%-ზე მეტი წონით ვარჯიშისას სწრაფი ბოჭკოები...
შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?
January 24, 2023
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.