დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • მკერდის და ზურგის ვარჯიში შესვენება-პაუზის განსხვავებული მეთოდის გამოყენებით.

ვარჯიშები

14 Mar

მკერდის და ზურგის ვარჯიში შესვენება-პაუზის განსხვავებული მეთოდის გამოყენებით.

  • In ვარჯიშები

მკერდი.

მკერდის კუნთების კარგად განვითარება შესაძლებელია მხოლოდ განტელების ჭიმით. ოღონდ განტელებით ვარჯიში განსხვავდება შტანგით წოლჭიმისგან. აქ არ გამოგვადგება მრავალი მისვლა წონების მომატებით, როგორც შტანგით წოლჭიმშია. განტელებით ჭიმი მოითხოვს განსხვავებული მეთოდით ვარჯიშს, ერთ-ერთი მეთოდია შესვენება-პაუზის მეთოდი.

როგორ სრულდება ეს ვარჯიში:

ვარჯიში სრულდება ერთი მისვლით, აიღეთ ისეთი წონის განტელები, რომლითაც აკეთებთ მხოლოდ 12 გამეორებას. გააკეთეთ 12 აწევა, შემდეგ ჩამოუშვით განტელები მკერდთან და შეისვენეთ 15 წმ. შემდეგ ისევ აწევთ რამდენსაც შეძლებთ, ვთქვათ 4-5-ჯერ, მერე ისევ ისვენებთ 15 წამამდე, ისევ აწევთ ვთქვათ 3-ჯერ, და ასე 25-მდე. გამოდის 3-5 ცდა 10-15 წმ. შესვენებებით და სხვადასხვა გამეორებით განტელების იატაკზე დადების გარეშე. აქ მნიშვნელოვანია წონის სწორად შერჩევა: თუ გამოგივიდათ ნაკლები გამეორება ე.ი. წონა მძიმეა და უნდა დააკლოთ, ხოლო თუ 25-ზე მეტი გამეორება გამოგივათ წონას მოუმატეთ.

ამის შემდეგ გადადით იატაკიდან აზიდვებზე და გააკეთეთ 50 აზიდვა. ამას აკეთებთ შემდეგნაირად: აკეთებთ იმდენ გამეორებას, რამდენიც შეგიძლიათ, ისვენებთ ცოტა ხანს და ხელახლა იზიდებით სანამ არ ახვალთ 50-მდე.

შეუძლებელია ასეთი პამპინგისგან შედეგი არ მიიღოთ.

ზურგი.

გამოიყენეთ იგივე მეთოდი ზურგისთვის. შესვენება-პაუზის გამოყენებით გააკეთეთ შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში 25 გამეორება. შეგიძლიათ შტანგის ნაცვლად გამოიყენოთ T გრიფი.

ამის მერე გააკეთეთ 50 აზიდვა დაბალ ღერძზე, როცა ფეხები მიწაზეა და ღერძს დამჯდარი წვდებით. აზიდვებს აკეთებთ შემდეგნაირად: აკეთებთ იმდენ გამეორებას, რამდენიც შეგიძლიათ, ისვენებთ ცოტა ხანს და ხელახლა იზიდებით სანამ არ ახვალთ 50-მდე.

Tags:განტელების ჭიმიმეთოდიპამპინგიშესვენება-პაუზა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.