სახსრების ხმაური, ტკაცუნი.
მოძრაობის დროს სახსრების სხვადასხვა ელემენტები გადაადგილდება, რაც გამოსცემს ხმაურს. ყველაზე ხშირად ხმაურობენ მუხლები, ხერხემალი და კოჭები.
რა იწვევს სახსრების ხმაურს?
1. სახსრების, მყესების და იოგების მოძრაობა.
მოძრაობისას იცვლება მყესების მდებარეობა სახსრებში. თავის ადგილზე დაბრუნებისას გამოიცემა ტკაცუნი.
2. გაზების დაგროვება სახსრებში.
სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ხრტილს გაცვეთისგან იცავს. ამ ხსნარშია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს.
3. ანთება.
სახსრებში ანთებისას შეიძლება დაირღვეს სახსრების ზედაპირების თანხვედრა, რაც იწვევს ხმაურს.
4. ართროზი.
სახსრების ხრტილის გაცვეთისგან ჩნდება ართროზი.
5. სახსრების არასწორი ზედაპირი.
ხრტილის არასწორი ზედაპირი გამოსცემს ხრჭიალს.
6. მარილების დაგროვება.
სახსრებში თუ დაგროვილია მარილები, მცირდება მყესების და ქსოვილების ელასტიურობა. მოძრაობისას ეს იწვევს ხმაურს სახსრებში.
საშიშია თუ არა სახსრების ხმაური?
სახსრების მკურნალობა უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ხმაურს და ტკაცუნს თან სდევს ტკივილი. სახსრების აგებულება ისეთია, რომ სრულიად ჯანმრთელი სახსრები მცირე მოძრაობაზეც კი გამოსცემს ხმებს.
სახსრების პრობლემების პროფილაქტიკა.
ხშირად სახსრების ტკივილი გამოწვეულია უმოძრაო ცხოვრების წესით. თუ გაქვთ მჯდომარე სამსახური, ნახევარ საათში ერთხელ ადექით და იმოძრავეთ. ან თუ ერთ ადგილზე დიდხანს დგეხართ, ეცადეთ იაროთ და დატვირთვა გადაიტანოთ ფეხიდან ფეხზე. გააკეთეთ ყველა სახსარის ბრუნები ორივე მხარეს. გამონახეთ კვირაში 2-3 დღე დარბაზში სავარჯიშოდ.
მსუქნებს მეტი პრობლემები აქვთ სახსრებზე, ფეხებზე და ხერხემალზე. წონის დაკლება დიეტით და ვარჯიშით ამცირებს სახსრებზე დატვირთვას.
სწორი ვარჯიშით შეიძლება შეაჩეროთ ართროზი საწყის სტადიაზე. ასევე შესაძლებელია ხრტილის აღდგენა. ვარჯიშით უმჯობესდება სისხლის მიწოდება კუნთებში და ქსოვილებში, რომლებიც სახსრის გარშემოა, ხრტილს აწვდის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს.
თუ გტკივთ მუხლები, არ გააკეთოთ ჩაჯდომა, ფეხების გაშლა–მოკეცვა ტრენაჟორზე და ფეხების ჟიმი, ამით უფრო გაირთულებთ მდგომარეობას. იგივეა სხვა სახსრებზეც, სანამ არ დაცხრება ანთება, არ დატვირთოთ სიმძიმეებით, გააკეთეთ მხოლოდ მსუბუქი ვარჯიშები.
როგორ ვებრძოლოთ სახსრების პრობლემებს?
ართროზის დროს ნიშნავენ ხონდროპროტექტორებს, რომლებიც შეიცავენ გლუკოზამინს და ხონდროიტინს. ისინი ანელებენ სახსრების დაშლას და ხელს უწყობენ ხრტილის ქსოვილის ზრდას. ასევე ნიშნავენ სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატებს, სახსრებში სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად.
სასარგებლოა მარილის აბაზანები. ცხელ წყალში ამატებ მიკროელემენტებით მდიდარ მარილებს. შეიძლება სხვადასხვა ნაყენის გამოყენება (გვირილის, ფიჭვის, სალაბი/შალფეი და სხვ.).
არის კიდევ ჟელატინი. მას იღებენ ძვლების, მყესების ხარშვისას (ხაში), რომელშიც შედის კოლაგენი. ის იცავს ხრტილს დაშლისაგან და უნარჩუნებს ელასტიურობას.
სახსრების მკურნალობისას ხონდროპროტექტორების და ჟელატინის მიღება არაეფექტურია და გვირჩევენ ომეგა 3-ის მიღებას, რომელიც აქრობს ანთებით პროცესებს სახსრებში, ხელს უწყობს სახსრების ხრტილის ელასტიურობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს სახსრების შიგნით სინოვიური სითხის სიბლანტეს, რის გამოც გააჩნია საპოხი საშუალების თვისება.
სახსრების ტკივილისას აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.