დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ცხიმის წვის ძირითადი ცნებები.

გახდომა

14 Mar

ცხიმის წვის ძირითადი ცნებები.

  • In გახდომა

1. ცხიმი იწვება მარტო კუნთების მეშვეობით.
2. შესაბამისად რაც მეტია სხეულში კუნთი, მით უფრო ეფექტურად იწვის ცხიმი.
3. იმისათვის რომ კუნთმა დაწვას ცხიმი, კუნთი უნდა დავტვირთოთ.
4. დიეტებით სხეული წონას კარგავს ძირითადად კუნთის და არა ცხიმის ხარჯზე.
5. შესაბამისად დიეტის შემდეგ ორგანიზმში რჩება ნაკლები კუნთები, შედეგად დიეტის შემდეგ ადამიანი ზედმეტ წონას უფრო მალე კრეფს, ვიდრე დიეტამდე.
6. არ არსებობს სწორი ვარჯიში სწორი კვების გარეშე.

კარდიო ვარჯიში.

კარდიო ვარჯიშის დროს პულსი მატულობს და ხვდება ე.წ. კარდიო ზონაში, როცა ცხიმის წვა მაქსიმალურია. ყველა ადამიანს აქვს თავისი კარდიო ზონა. ის დამოკიდებულია მოვარჯიშის ასაკზე, წონასა და ორგანიზმის დატვირთვებისადმი შეგუებაზე.

აერობული ვარჯიშების დროს (სირბილი, ველოსიპედი, ლახტი, აერობიკა და ა.შ.) ორგანიზმში იწყება ცხიმის წვის პროცესი, რომელიც გრძელდება ვარჯიშის დროს და ხანგრძლივი დროით ვარჯიშის მერეც.

კარდიო ვარჯიში უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 20-30 წთ. კიდევ უფრო კარგია თუ ვარჯიში გრძელდება 40-60 წთ, ოღონდ არა უმეტეს 1 საათისა, ვინაიდან პირველ 25 წთ-ში ორგანიზმი ხარჯავს მომარაგებულ ენერგიას და მხოლოდ ამის მერე იწყება ცხიმის წვა.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ჭარბ ცილოვანი დიეტა.

1. კუნთები შედგება ცილებისაგან და იმისათვის რომ კარდიო ვარჯიშის დროს ცხიმთან ერთად არ დავკარგოთ კუნთები უნდა მივიღოთ ბევრი ცილა.
2. ცილა პრაქტიკულად არ გარდაიქმნება ცხიმად.
3. ორგანიზმი ცილის გადამუშავებაზე ხარჯავს 20-30% ენერგიას იმ კალორიებიდან, რასაც იღებს ცილიდან.
4. აუცილებელია მივიღოთ მეტი ბოსტნეული! ვინაიდან უჯრედისს ორგანიზმიდან გამოაქვს ცილების დაშლისას წარმოშობილი ნარჩენი პროდუქტები. ეს რომ არ გავაკეთოთ, შეიძლება ამან გამოიწვიოს ცილოვანი მოწამვლა, ამის ალბათობა მცირეა, მაგრამ მაინც არის.

Tags:ცილაცხიმის წვა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.