ვარჯიშების კლასიფიკაცია ძალოსან კრისტიან ტიბადოს მიხედვით

· 2 წთ

ვარჯიშების კლასიფიკაცია ძალოსან კრისტიან ტიბადოს მიხედვით

კრისტიან ტიბადოს მიხედვით, ძალისმიერი ვარჯიშები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად, მათი ნერვული, კუნთოვანი და ბიომექანიკური დატვირთვის გათვალისწინებით.

1. მთავარი ვარჯიშები

ეს არის მრავალსახსრიანი ვარჯიშები, რომლებიც სრულდება უმეტესად თავისუფალი წონებით და ერთდროულად ტვირთავს:

  • რამდენიმე კუნთოვან ჯგუფს
  • ცენტრალურ ნერვულ სისტემას
  • სტაბილიზატორ კუნთებს

მთავარი ვარჯიშები ქმნის ძალისა და კუნთოვანი მასის ზრდის საფუძველს.

2. დამატებითი ვარჯიშები

დამატებითი ვარჯიშები ინარჩუნებს მრავალსახსრიან ხასიათს, თუმცა:

  • შედარებით ნაკლებია ნერვული დატვირთვა
  • ხშირად გამოიყენება ზომიერი წონები
  • გამოიყენება მთავარი ვარჯიშების მხარდასაჭერად

3. დამხმარე ვარჯიშები

ეს ვარჯიშები ძირითადად:

  • იზოლირებულ ან ნახევრად იზოლირებულ მოძრაობებს მოიცავს
  • სრულდება ტრენაჟორებზე ან ბლოკებზე
  • ნაკლებად ტვირთავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას

მათი მიზანია კუნთის მოცულობის გაზრდა და ტექნიკური კონტროლი.

4. კორექციის ვარჯიშები

კორექციის ვარჯიშები გამოიყენება:

  • ჩამორჩენილი კუნთების გასაძლიერებლად
  • ასიმეტრიისა და ბალანსის აღსადგენად
  • ტრავმის პრევენციისთვის

ხშირად სრულდება მსუბუქი წონებით, რეზინის ლენტებით ან ფიტბოლით.

ვარჯიშების კლასიფიკაცია ცალკეული კუნთების მიხედვით

კვადრიცეფსები

✔️მთავარი ვარჯიშები

  • ჩაჯდომები
  • შტანგით ჩაჯდომები მკერდზე

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • ფეხის გადადგმა შტანგით (ლანჯები)
  • ჩაჯდომები განტელებით
  • გაკ-ჩაჯდომები შტანგით (ზურგს უკან)
  • ფეხებით წოლჭიმი ტრენაჟორზე

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • გაკ-ჩაჯდომები ტრენაჟორზე
  • საფეხურებზე ასვლა

✔️კორექციის ვარჯიშები

  • ფეხების გაშლა რეზინის ლენტით

ფეხის ბიცეფსი და დუნდულები

✔️მთავარი ვარჯიშები

  • შტანგის კლასიკური ამოწევა
  • ამოწევა სუმოს სტილში
  • რუმინული შტანგის ამოწევა
  • ამოწევა გამართული ფეხებით

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • წინ გადმოხრები შტანგით (დილა მშვიდობისა)

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • ფეხების მოხრა ტრენაჟორზე
  • შემობრუნებული ჰიპერექსტენზია

✔️კორექციის ვარჯიშები

  • ფეხების მოხრა ფიტბოლზე
  • ფეხების მოხრა რეზინის ლენტით

მკერდი

✔️მთავარი ვარჯიშები

  • კლასიკური წოლჭიმი
  • წოლჭიმი ქვემოთ დახრილ სკამზე
  • ორძელზე აზიდვები

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • წოლჭიმი დახრილ სკამზე (ზედა მკერდი)
  • წოლჭიმი განტელებით

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • ხელების შეერთება ბლოკზე
  • განგაშლა
  • წოლჭიმი ტრენაჟორზე

✔️კორექციის ვარჯიშები

  • აზიდვები ფიტბოლზე

ზურგის ზედა ნაწილი და უკანა დელტა

✔️მთავარი ვარჯიშები

  • ყველა ტიპის აზიდვა ღერძზე
  • შტანგის ამოწევა დახრილ მდგომარეობაში
  • T-გრიფის ამოწევა

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • ზედა ბლოკის ჩამოწევა
  • ჰორიზონტალური ბლოკის გამოწევა
  • განტელის ამოწევა

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • ზედა ბლოკის ჩამოწევა გამართული ხელებით
  • პულოვერი ბლოკზე
  • უკანა დელტების აქნევები

✔️კორექციის ვარჯიშები

  • შრაგები განტელებით

მხრები

✔️მთავარი ვარჯიშები

  • შტანგის ამოწევა მკერდთან
  • შტანგის ჭიმი ფეხზე დგომში ან დამჯდარი
  • შტანგის აკვრა

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • განტელების ჭიმი
  • არნოლდის ჭიმი

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • დელტების ტრენაჟორები
  • განტელების აქნევა წინ და გვერდზე

✔️კორექციის ვარჯიშები

  • კუბური ჭიმი

ბიცეფსი და ბრაქიალისი

✔️მთავარი ვარჯიშები

  • შტანგის აწევა ბიცეფსით
  • შტანგის აწევა სკოტის სკამზე

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • განტელების აწევა სკოტზე
  • კლასიკური მოხრა
  • ჩაქუჩები
  • ზოტმანის მეთოდი

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • ბიცეფსის ტრენაჟორები

✔️კორექციის ვარჯიშები

  • ჩაქუჩები მაჯების მობრუნებით

ტრიცეფსები

✔️მთავარი ვარჯიშები

  • წოლჭიმი ახლო ხელის მოჭიდებით
  • წოლჭიმი ქვემოთ დახრილ სკამზე ახლო მოჭიდებით
  • ორძელზე აზიდვები

✔️დამატებითი ვარჯიშები

  • ფრანგული ჭიმი
  • წოლჭიმი შემობრუნებული მაჯებით

✔️დამხმარე ვარჯიშები

  • ხელების გაშლა განტელით
  • ბლოკებზე ხელის გაშლა

✔️კორექციის ვარჯიშები

  • აზიდვები ფიტბოლზე ხელების ახლო დადებით

ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge

ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.

✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია   

გაქვთ კითხვა? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

თიდანი + — დარბაზი პოლიტკოვსკაიას 4-ში, მეტროდან 300 მეტრში. ორშ–პარ 09–22, შაბ–კვი 09–18.