დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • კვების გეგმა გამოშრობის ბოლო ეტაპზე.

გახდომა

15 მარ

კვების გეგმა გამოშრობის ბოლო ეტაპზე.

  • In გახდომა

კითხვის გაგრძელებამდე გთხოვთ გაეცნოთ ჩემს სტატიას გამოშრობაზე.

გამოშრობა პირველ რიგში არის უმკაცრესი დიეტა, რადგან ის გულისხმობს ძალიან ბევრ აკრძალვას. აქვე გეტყვით, რომ „სუშკა“ ყველას არ სჭირდება და არც შეიძლება. მუდმივად შეზღუდო საკუთარი თავი და გამოაშრო ორგანიზმი – საშიშია სიცოცხლისათვის. სუშკას იყენებენ ბბ-ები, ფიტნეს მოდელები ან პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან სხვადასხვა წონით კატეგორიაში და უნდათ მოკლე დროში დაიკლონ წონა შეჯიბრებამდე.

პირველი კვირა

120 გრ. ნახშირწყლები. შეიძლება: 2 მწვანე ვაშლი, ან გრეიფრუტი, ზომიერად დაბალი გ. ი. ბურღული: წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ოსპი. ყველაფერი უმარილო, გამოიყენეთ სელის ზეთი და ლიმონი. ამოიღეთ პური და ტკბილეული.

რაციონი შედგება: ქათმის მკერდი, 1 %-ნი ხაჭო, კეფირი ან მაწონი. კვირაში 3-ჯერ ორთქლზე მომზადებული ცხიმიანი თევზი (მაგ. სიომგა). შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეულის სალათები ზეთით და ლიმონის წვენით, მარილის გარეშე. კვირაში 2-ჯერ შეიძლება 50-60 გრ. 20 %-იანი ცხიმის შემცველი ყველი.

მეორე კვირა

100 გრ. ნახშირწყლები. 1 ვაშლი ან გრეიფრუტი. ბურღულეული მიიღეთ 14 სთ-მდე, დანარჩენი იგივე.

მესამე კვირა

80 გრ. ნახშირწყალი. ამოიღეთ ხილი და ყველი.

მეოთხე კვირა

60 გრ. ნახშირწყალი. შეამცირეთ ბურღულეული 6 ჩაის კოვზამდე მოხარშულ მდგომარეობაში. ბოსტნეულიდან ამოიღეთ სტაფილო, თუ აქამდე ჭამდით.

მეხუთე კვირა

40 გრ. ნახშირწყალი. ამოიღეთ ბურღულეული, ტოვებთ მწვანე ბოსტნეულს და ცილების შემცველ საკვებს.

მეექვსე კვირა

ამოიღეთ რძის პროდუქტები.

გამოშრობიდან გამოსვლა შემდეგნაირად: მე-7 კვირას ვიკვებებით როგორც გეგმის მიხედვით მე-5 კვირას. მე-8 კვირას, როგორც მე-4 კვირას და ა.შ.

გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის დიეტა და გამოშრობა არ დაიწყოთ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე!

Tags:გამოშრობადიეტასუშკა.
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.