როდის უნდა გამოვიყენოთ ბოდიბილდერის ქამარი.
ჩაჯდომები, შტანგის ამოწევები, შტანგის აწევა თავს ზევით, გვიქმნის ზურგის დაზიანების საფრთხეს. ამიტომ დიდი წონით ამ ვარჯიშების შესრულებისას უნდა გამოვიყენოთ ბბ-ის ქამარი.
ქამრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მსუბუქი და საშუალო წონებით ვარჯიშისას. რადგან სხეულს ისედაც აქვს ბუნებრივი ქამარი ღრმა სტაბილიზატორი კუნთების სახით. კუნთების ეს სისტემა შედგება მუცლის განივი და ირიბი კუნთებისგან, მენჯის ფუძის კუნთების და დიაფრაგმისგან. ამ სისტემის მთავარი ელემენტია მუცლის განივი კუნთი, რომელიც ცვლის წნევას მუცლის არეში. მისი შეკუმშვისას მუცელში წნევა იზრდება, ამ დროს წარმოიქმნება ამწევი ძალა, რომელიც გადაეცემა ხერხემლის მალებს. შედეგად მცირდება კომპრესია, რაც ხელს უწყობს ხერხემლის სტაბილიზაციას და იცავს მალთაშუა დისკებს.
ორგანიზმს თავად აქვს უნარი უზრუნველყოს კორპუსის სტაბილიზაცია და ხერხემლის დაცვა. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ვარჯიშებით გავაძლიეროთ ღრმა სტაბილიზატორი კუნთები, რითაც ვიღებთ ჯანმრთელ, ძლიერ ზურგს და რელიეფურ მუცლის პრესს.
ბბ-ის ქამარი ჩვენ გვეხმარება გავზარდოთ მუცლის შიდა წნევა, რომელიც თავის მხრივ ზრდის სხეულის სიმყარეს. სხეულის საერთო სტაბილიზაცია საშუალებას გვაძლევს ავწიოთ უფრო მძიმე წონა, ვიდრე მის გარეშე. ქამრით სარგებლობისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
1. მისვლებს შორის ქამარი უნდა შეიხსნათ.
2. გადაეჩვიეთ ქამრის გამოყენებას მცირე და საშუალო წონებზე.
3. ქამარი გამოიყენეთ მხოლოდ მაქსიმალური წონების აწევისას.
ქამრის ხშირი გამოყენება ადუნებს მუცლის კუნთებს, რადგან სიმძიმეებით ვარჯიშის დროს პრესის კუნთები აქტიურად უნდა მუშაობდნენ, ხოლო ქამრით ვარჯიშისას ეს არ ხდება.