დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • კვების წესები ენდომორფებისთვის.

კვება

15 Mar

კვების წესები ენდომორფებისთვის.

  • In კვება

თუ ხართ ენდომორფი, მაშინ ყურადღება მიაქციეთ კვებას. ვინაიდან მეტაბოლიზმი გაქვთ შენელებული, თქვენ უნდა დაიცვათ კვების გარკვეული წესები, რათა მოიშორით კანქვეშა ცხიმის სქელი ფენა.

1. ცილები – თქვენი მეგობარია

ენდომორფები უფრო ძნელად ითვისებენ ცილას, ვიდრე ნახშირწყლებს ან ცხიმებს, ანუ შეიძლება შეჭამოთ 100 კკალ. ცილა და ორგანიზმმა მიიღოს მხოლოდ 70 კკალ. ცილა საჭიროა კუნთის ზრდისთვის და ააქტიურებს მეტაბოლიზმს, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ წონის დასაკლებად. საკვების ყოველ მიღებაზე მიიღეთ ცილა, მაგ: საუზმეზე კვერცხი, საქონლის ხორცი სადილზე, პროტეინი ვარჯიშის შემდეგ და ფრინველის ხორცი ან რძის პროდუქტი ვახშამზე.

2. ცხიმები – ესენიც თქვენი მეგობარია

ცხიმის სწორად გამოყენება დაგეხმარებათ გახდომაში. კალორიების თითქმის 40% უნდა მიიღოთ ცხიმებიდან. ცხიმების 2/3 უნდა იყოს არანაჯერი ცხიმები – სელის, ზეითუნის, თხილეულის ზეთი, თევზის ქონი, ხოლო 1/3 ნაჯერი ცხიმები – კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტი.

3. ნახშირწყლები – თქვენი მტერია

სახამებელის და შაქრის შემცველი ნახშირწყლები შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ. სწრაფი ნახშირწყლები მავნეა თქვენთვის ინსულინის გამო. გენეტიკურად თქვენი სხეული არაეფექტურად იყენებს ინსულინს სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის.

არ მიიღოთ სახამებელის და შაქრის შემცველი საკვები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში ინსულინის დონის ძლიერ აწევას, გარდა ვარჯიშის შემდგომი პერიოდისა. ვარჯიშის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა დიდი რაოდენობის ჰორმონები, რომლებიც კარგ ფონს ქმნის ნახშირწყლების ასათვისებლად. ინსულინის გამოყოფა ეხმარება ორგანიზმში აღდგენის პროცესს. ე.ი. ვარჯიშის მერე შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, ხოლო სხვა დანარჩენ დროს უარი თქვით მის მიღებაზე.

4. მიიღეთ ომეგა 3 და ბოჭკოვანი ცილა

ბოჭკოვანი ცილა ეხმარება ორგანიზმის შიმშილის გრძნობის და მომნელებელი სისტემის რეგულირებას.

ომეგა 3 დადებითად მოქმედებს ისეთ ავადმყოფობასთან ბრძოლაში როგორიცაა: ჰიპერტონია, დიაბეტი, გულის დაავადებები, ქრონიკული დაღლილობა. ის ზრდის ბედნიერების ჰორმონს, ამცირებს სტრესს, ადრენალინს, რითაც გაგხდით უფრო ბედნიერს. ომეგა 3 და ბოჭკოვანი ცილა გაგხდით ინსულინის მიმართ უფრო მგრძნობიარეს, რაც დაგეხმარებათ გახდომაში.

5. ყურადღება მიაქციეთ საკვების მიღების დროს

იკვებეთ ყოველ 4 სთ-ში ერთხელ. ეს გააქტიურებს მეტაბოლიზმს და არ გექნებათ შიმშილის გრძნობა.

6. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული

ბოსტნეულში არის ვიტამინები და მინერალები. ასევე ფიტონუტრიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს და დადებითად მოქმედებენ ჰორმონებზე. ისინი აფერხებენ სიმსივნის განვითარებას, იცავენ ჩვენ უჯრედებს და ააქტიურებენ ფერმენტებს, რომლებიც გვეხმარებიან ავადმყოფობასთან ბრძოლაში.

ბოსტნეული მნიშვნელოვანია ნეიტრალური pH – სთვის. ბოსტნეული უზრუნველყოფს სისხლში ტუტე გარემოს, რომელიც ანეიტრალებს ცილების დაშლის შედეგად წარმოქმნილ სიმჟავეს. მჟავე გარემოს მივყავართ კუნთოვანი და ძვლოვანი მასის შემცირებისკენ, ამიტომ, საჭიროა დიდი რაოდენობით ბისტნეულის მიღება.

თუ დაიცავთ კვების ამ წესებს, ძალიან მალე ზედმეტი ცხიმი შემცირდება და მის ქვეშ გაჩნდება ძლიერი დაკუნთული სხეული.

Tags:ენდომორფიკვება ენდომორფებისთვის
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.