კუნთის ჰიპერპლაზია.
რა არის კუნთის ჰიპერპლაზია?
ჰიპერპლაზია არის კუნთიs ბოჭკოების/უჯრედების გაზრდის პროცესი მისი გამრავლების ხარჯზე. ძალისმიერი ვარჯიშისას დგება კრიტიკული მომენტი, როცა ორგანიზმს აღარ აწყობს მოცულობაში გაზარდოს უჯრედი და საკითხს ჭრის ახალი უჯრედის შექმნით.
ეს არის საშუალება შეცვალოთ თქვენი გენეტიკა!
თუკი შევადარებთ ძალოსნებს ბბ-თან, მათ აქვთ უფრო მეტი კუნთოვანი ბოჭკოები, ვიდრე ბბ-ებს. საკმარისია მათ გაბერონ უჯრედები და მათი კუნთები გახდება გაცილებით დიდი. თქვენ ვერ აჯობებთ იმას, ვისაც ეს ბოჭკოები აქვს თქვენზე მეტი (ძალოსნობის ან გენეტიკის ხარჯზე). ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ბოჭკოების გამრავლებას და მერე გაზარდეთ ისინი.
ჰიპერპლაზია უჯრედის დონეზე.
კუნთებში გვაქვს 2 ტიპის უჯრედები: კუნთოვანი უჯრედები და სატელიტი უჯრედები – რომლებიც პასუხს აგებენ დაზიანებულ ბოჭკოების რეგენერაციაზე.
სატელიტ უჯრედებს აქვთ უნარი გადაადგილდნენ ბოჭკოს დაზიანებულ ადგილზე ბოჭკოსთან შერწყმით. ამ პროცესს მოყვება ბირთვების რაოდენობის გაზრდა კუნთის ბოჭკოებში მის ზრდასთან ერთად.
ცნობილია, რომ ძალოსნებს ბოჭკოები და ბირთვები მეტი აქვთ. საიდან ჩნდება ახალი ბირთვები უჯრედში? კუნთის ზრდასთან ერთად დამატებით ბირთვებს ქმნიან სატელიტი უჯრედები. მათი რაოდენობა ნაკლებია, კუნთის უჯრედების საერთო რაოდენობის 5-10%-ია.
სატელიტი უჯრედები მდებარეობს კუნთის უჯრედთან და წარმოადგენს ცალკე ბირთვს. ჰიპერპლაზიის მიზეზს წარმოადგენს სატელიტი უჯრედების გახლეჩა და შემდგომში მათი შერწყმა კუნთის ძირითად უჯრედთან.
ძალისმიერ ვარჯიშზე კუნთის უჯრედის დაშლა ააქტიურებს სატელიტი უჯრედების გახლეჩას. ამის მერე ხდება გამრავლებული სატელიტი უჯრედების შერწყმა კუნთის ბოჭკოსთან, რასაც მივყავართ ბოჭკოში ბირთვების რაოდენობის გაზრდასთან. ამას მივყავართ დაკარგული და ახალი ბოჭკოების წარმოქმნასთან, ამას მოითხოვს ორგანიზმის ადაპტაცია ახალ დატვირთვაზე.
არსებობს კუნთის უჯრედის ზღვრული ზომა, რასაც შეუძლია მოემსახუროს ბირთვი. კუნთის უჯრედის გაზრდა შესაძლებელია იმ მოცულობამდე, სანამ მისი შიგთავსი – ციტოპლაზმა არ გადააჭარბებს ბირთვის ზომას 20-ჯერ. თუ აუცილებელია მოცულობის კიდევ გაზრდა, მაშინ საჭიროა დამატებითი ბირთვი, ან ახალი უჯრედის წარმოქმნა. ორგანიზმისთვის უფრო ხელსაყრელია უჯრედში ბირთვების გაზრდა, ვიდრე ახალი უჯრედების წარმოქმნა. აქ აქტიურად ერთვებიან სატელიტი ბირთვები. დამატებითი ბირთვები შედიან უჯრედში და ცვლიან ბირთვი/ციტოპლაზმას თანაფარდობას უჯრედის ზრდის სასარგებლოდ.
ამრიგად ციტოპლაზმაც იზრდება (გაიზრდება თვითონ უჯრედი) ბირთვი/ციტოპლაზმას თანაფარდობის 1/20-თან პროპორციის შენარჩუნებით.
სატელიტი უჯრედების მუშაობას უშვებენ ანაბოლური ჰორმონები. ისინი ახალი ცილის სინთეზით აძლევენ სიგნალს კუნთის უჯრედის მოცულობის ზრდისთვის. ეს პროცესი გაეშვება ვარჯიშზე, ცილების დაშლის გზით. სატელიტი ბირთვების მხოლოდ ნაწილი წარმოქმნის ახალ ბირთვებს კუნთოვან უჯრედში, მეორე ნაწილი გამოიყენება ძველი ბირთვების შესაცვლელად.