დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • მკერდის ვარჯიშები ქალებისათვის.

ვარჯიშები

15 Mar

მკერდის ვარჯიშები ქალებისათვის.

  • In ვარჯიშები, ქალები

ქალის მკერდი შედგება ცხიმოვანი ქსოვილისაგან – სარძევე ჯირკვალისგან, რომელიც უჭირავს ძუძუს ქვეშ მდებარე მკერდის კუნთებს. ქალებს ჰგონიათ, რომ ვარჯიშით შეძლებენ გაზარდონ სარძევე ჯირკვალი. ვარჯიშით შეუძლებელია ძუძუს გამკვრივება, მომატება ან ფორმის შეცვლა, რადგან მასში არ არის კუნთოვანი ბოჭკოები. თუმცა მკერდის კუნთების განვითარებით, რომლებიც მდებარეობენ სარძევე ჯირკვალის ქვეშ, შესაძლებელია მკერდის უფრო ლამაზად წარმოჩენა.

მკერდის კუნთების განვითარებას შეუძლია გაზარდოს მკერდის გარშემოწერილობა, მაგრამ არა თავად ძუძუს მოცულობა. იმისათვის, რომ ქალებმა განავითარონ მკერდის კუნთები, დასჭირდებათ დიდი ძალისხმევა და ვარჯიშების საკმაოდ დიდი წონებით შესრულება. ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქალები 20 წლის შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად კარგავენ კუნთის მასას და ემატებათ ცხიმი. მკერდის ბევრი ვარჯიშისას თუ დაწვავთ ცხიმს, მკერდის მოცულობა არა თუ გაიზრდება, შეიძლება დაპატარავდეს კიდეც. ამიტომ ქალმა მკერდის ვარჯიშისას უნდა დაიცვას ზომიერება.

კიდევ ერთი რჩევა: ქალები, რომლებიც ზურგში არიან გამართულები, მათი მკერდი უფრო სავსე ჩანს, ხოლო ვინც ზურგში მოხრილია იმათი მკერდი უფრო პატარა. ამიტომ ავარჯიშეთ ზურგის კუნთები, რათა არ მოიხაროთ და იყოთ ყოველთვის გამართული.

სავარჯიშო პროგრამა მკერდისთვის (ქალებისათვის):

1. განტელების ჭიმი – 3*(10-12)
2. პეპელა ტრენაჟორზე – 3*10

ან
1. იატაკიდან აზიდვები – 2*(15-20)
2. განგაშლა – 3*12
3. პულოვერი – 3*12

ეს პროგრამა გააკეთეთ კვირაში ერთხელ, რათა კუნთებმა მოასწრონ აღდგენა. ვარჯიშები შეასრულეთ 3 სერიად 10 – 12 გამეორება. თქვენ ვერავითარ შედეგს ვერ მიიღებთ და კუნთებს ვერ გაზრდით, თუ ივარჯიშებთ პატარა წონებით. ასე თქვენ მხოლოდ ტონუსში მოიყვანთ მკერდის კუნთებს. განტელების და ტრენაჟორის წონები ისე შეარჩიეთ, რომ მე-12 გამეორებას ვეღარ აკეთებდეთ. ვარჯიშის მეორე დღეს უნდა გრძნობდეთ მკერდის კუნთების მცირე ტკივილს. მხოლოდ დიდი წონებით შეიძლება მკერდის კუნთების გაზრდა. იატაკიდან აზიდვები თუ გიჭირთ, გააკეთეთ მუხლებზე დამდგარმა. განგაშლაში და პულოვერში ცდილობთ მაქსიმალურად გაჭიმოთ მკერდის კუნთები. ვარჯიშამდე აუცილებელია 5 წუთიანი გახურება მკერდის ჩათვლით და ვარჯიშის ბოლოში გაწელვები.

Tags:მკერდის ვარჯიშებიმკერდის ვარჯიშები ქალებისათვისსარძევე ჯირკვალიქალის მკერდი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.