დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ჰორმონები
  • როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი მეთოდებით.

ჰორმონები

15 Mar

როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი მეთოდებით.

  • In ჰორმონები

მამაკაცში ტესტოსტერონის დაბალი დონე იწვევს:


სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას.
ძალისა და კუნთოვანი მასის შემცირებას.
დაღლილობას და გაღიზიანებას.
დეპრესიას.
მეხსიერების, უნარების და ყურადღების დაქვეითებას.
მეტაბოლიზმის შენელებას, რაც აგროვებს ცხიმს.

ტესტოსტერონის დაბალ დონეს იწვევს მოწევა, დალევა, დაუბალანსებელი კვება, სიმსუქნე, უძილობა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ა.შ.

როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონი ბუნებრივი მეთოდებით.

კვება.

მსუქან მამაკაცებს აქვთ ტესტოსტერონის დაბალი დონე. ცხიმის ქსოვილებში მამაკაცური ჰორმონები გარდაიქმნება ქალურ ესტროგენებში.

ტესტოსტერონის სინთეზისთვის ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ:

მინერალები.

ტესტოსტერონის მთავარი საშენი მასალაა თუთია, თუთიას შეიცავს ზღვის პროდუქტები და ყველანაირი თხილეული მზესუმზირასთან ერთად.

სხვა აუცილებელი მინერალებია სელენი, მაგნიუმი და კალციუმი.

ვიტამინები.

C, F, B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E იცავს ტესტოსტერონს დაშლისაგან. ასევე ომეგა-3 და ომეგა-6

ამ ვიტამინებს შეიცავს ციტრუსები, ასკილი, თევზის ქონი, ავოკადო, თხილეული.

ქოლესტერინი აუცილებელია ტესტოსტერონის სინთეზისათვის. ამიტომ მამაკაცისთვის აუცილებელია უცხიმო ხორცი.

გამორიცხეთ:

დიდი რაოდენობით სწრაფი ნახშირწყლები.

ცხიმიანი საკვები.

გაზიანი ტკბილი სასმელები.

ფიზიკური აქტიურობა და სიმძიმეებით ვარჯიში.

სიმძიმეებით ზომიერი ვარჯიში ტესტოსტერონის დონეს ზრდის.

სიმძიმეებით ვარჯიშით ტესტოსტერონის ამაღლების ძირითადი წესები:

1. ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 სთ-ს, მერე ტესტოსტერონის ნაცვლად გამოიმუშავდება კორტიზოლი, რომელიც წვავს კუნთებს.

2. ვარჯიშების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 – ჯერ კვირაში.

3. ავარჯიშეთ ძირითადად დიდი კუნთები და აკეთეთ ბაზისური ვარჯიშები.

4. წონები შეარჩიეთ ისე, რომ შეძლოთ 6-10 გამეორება.

გამორიცხეთ მავნე ჩვევები.

ალკოჰოლი ტესტოსტერონს გარდაქმნის ესტროგენად.

იგივე შეიძლება ითქვას ნიკოტინზეც.

ძილის მოწესრიგება.

ტესტოსტერონის წარმოება ორგანიზმში ხდება ღრმა ძილის ფაზაში ძილი უნდა გაგრძელდეს 8 საათს სიწყნარესა და სიბნელეში.

დამატებითი რეკომენდაციები ტესტოსტერონის ამაღლებისთვის:

ზომიერი სექსუალური კონტაქტები ზრდის ტესტოსტერონის დონეს, ოღონდ არ გადააჭარბოთ.

მოერიდეთ სტრესს. სტრესზე გამოიყოფა კორტიზოლი რომელიც ამცირებს ტესტოსტერონს.

გამარჯვება ზრდის ტესტოსტერონს!

Tags:ალკოჰოლიკალციუმიკორტიზოლილუდიმაგნიუმიმავნე ჩვევებინიკოტინისასქესო ჰორმონებისელენისიმძიმეებით ვარჯიშიტესტოსტერონიქალური ესტროგენიცინკიძილიჰორმონი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

3 ნივთიერება, რომლებიც მატებს ტესტოსტერონს.

  • October 11, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ჰორმონები
ამ ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას: ეს არის D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი. D ვიტამინის...
კორტიზოლი.
March 20, 2022
სეროტონინი.
March 20, 2022
ნორადრენალინი.
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.