როგორ შევამციროთ ინსულინი სისხლში.
სიმსუქნის მთავარი მიზეზი არის ინსულინი. როცა უჯრედების რეცეპტორების მგრძნობელობა ეცემა ინსულინი მომატებულია და ჩვენ ვიწყებთ მომატებას.
არსებობს 2 სახეობის ჰორმონები, ერთი ხელს უწყობს მომატებას, მეორე გვეხმარება გახდომაში. ყველა ამახვილებს ყურადღებას კალორიებზე, მაგრამ ავიწყდებათ ჰორმონები. გვირჩევენ მეტაბოლიზმის აჩქარებას ვარჯიშით, მადის დათრგუნვას, მაგრამ არაფერი გამოდის, რადგან ინსულინია მაღალი.
ინსულინი აგროვებს ცხიმს წელის გარშემო. ის აჩერებს ცხიმისმწველი ჰორმონების მოქმედებას, თუ ადამიანს აქვს ცხიმი წელის არეში, მას აქვს მაღალი ინსულინი.
რა ამცირებს ინსულინის დონეს?
1. ნახშირწყლების გამორიცხვა, გამორიცხეთ შაქარი და დამალული შაქრები – პური, მაკარონი, ცომეული, ხილი, ბურღულეული, ალკოჰოლი, ტკბილი იოგურტი.
2. არ შევუთავსოთ ერთმანეთს ცილები და შაქარი. მაგ. ხორცი პურთან, ან კარტოფილთან, ან აყოლებთ კოკა-კოლას, ამისგან ინსულინი უფრო მოიმატებს.
3. ყველაზე მეტად ინსულინი მატულობს ცილოვან პროდუქტზე, თუ ცილებს ცხიმს დავუმატებთ, კუჭ–ნაწლავი ვეღარ ხედავს ამინომჟავებს და აღარ გამოყოფს ინსულინს. კვერცხი ვჭამოთ გულიანად, რძის პროდუქტი მივიღოთ ცხიმიანი და არა უცხიმო. ტკბილი და ცომეული ჭამეთ ბოსტნეულთან და რთულ ნახშირწყლებთან ერთად.
4. ზედმეტი ცილა წევს ინსულინის დონეს მაღლა, იდეალურია ცილების რაოდენობა 85-დან 170 გრამამდე.
5. ნატრიუმის გლუტამატი, აძლიერებს გემოს, ამიტომ მას უმატებენ პროდუქტებში, სწრაფ კვებაში. ასეთი საკვებისგან ინსულინი მატულობს 200%-ით.
6. სტრესი. სტრესი წევს ინსულინს. მუცელზე ცხიმს აგროვებს კორტიზოლი ინსულინის საშუალებით.
7. ხშირად საკვების მიღება. საკვების 5-6-ჯერ მიღებით ინსულინი მატულობს, წახემსებაც კი წევს ინსულინს.
ცხიმის წვას ხელს უშლის ინსულინრეზისტენტობა.
ინსულინრეზისტენტობის სიმპტომები და როგორ დავწიოთ კვების გამოსწორებით ინსულინის დონე?
ცხიმის წვას ხელს უშლის ინსულინრეზისტენტობა.
ინსულინრეზისტენტობის სიმპტომებია:
1. ცხიმის დაგროვება მუცელზე.
2. წონა აღარ იძვრის ადგილიდან.
3. ნახშირწყლების მიღებისას სტრესი უკან იხევს.
4. თქვენ გინდებათ ტკბილი.
5. თქვენ გინდებათ ძილი ჭამის შემდეგ.
6. დაბინდული გონება, განსაკუთრებით როცა არ ჭამთ.
7. მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით საღამოს.
8. ჭამის შემდეგ ვერ ნაყრდებით, გინდებათ ტკბილი.
9. ღამე ძილში გინდებათ მოშარდვა.
10. მუცლის შებერილობა.
ზედმეტი ინსულინი იწვევს – გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, მაღალ წნევას, ინსულტს, ღვიძლის გაცხიმოვნებას. მაღალ ქოლესტერინს იმიტომ, რომ ინსულინი შაქარს გარდაქმნის ქოლესტერინად.
შეიძლება თუ არა კვების გამოსწორებით დავწიოთ ინსულინის დონე?
შეიძლება, თუ:
1. მივიღებთ მარტო ორგანულ, ან ნატურალურ საკვებს.
2. სწრაფი ნახშირწყლები ამოსაღებია რაციონიდან. რთული ნახშირწყლები უნდა მივიღოთ ზომიერად.
3. უნდა შევამციროთ, ან გამოვრიცხოთ მაღალი ინსულინური ინდექსის მქონე პროდუქტი.
4. 3-4-ჯერადი კვება.
5. პერიოდული შიმშილობა, რაიმე უპირატესობა პერიოდულ შიმშილობას 4 ჯერად კვებასთან არ აქვს.
6. კეტო დიეტა – ეს დიეტა ყველასთვის არ შეილება.