დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • როდის უნდა გამოვიყენოთ ბოდიბილდერის ქამარი.

დამწყებებისთვის

15 მარ

როდის უნდა გამოვიყენოთ ბოდიბილდერის ქამარი.

  • In დამწყებებისთვის

ჩაჯდომები, შტანგის ამოწევები, შტანგის აწევა თავს ზევით, გვიქმნის ზურგის დაზიანების საფრთხეს. ამიტომ დიდი წონით ამ ვარჯიშების შესრულებისას უნდა გამოვიყენოთ ბბ-ის ქამარი.

ქამრის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მსუბუქი და საშუალო წონებით ვარჯიშისას. რადგან სხეულს ისედაც აქვს ბუნებრივი ქამარი ღრმა სტაბილიზატორი კუნთების სახით. კუნთების ეს სისტემა შედგება მუცლის განივი და ირიბი კუნთებისგან, მენჯის ფუძის კუნთების და დიაფრაგმისგან. ამ სისტემის მთავარი ელემენტია მუცლის განივი კუნთი, რომელიც ცვლის წნევას მუცლის არეში. მისი შეკუმშვისას მუცელში წნევა იზრდება, ამ დროს წარმოიქმნება ამწევი ძალა, რომელიც გადაეცემა ხერხემლის მალებს. შედეგად მცირდება კომპრესია, რაც ხელს უწყობს ხერხემლის სტაბილიზაციას და იცავს მალთაშუა დისკებს.

ორგანიზმს თავად აქვს უნარი უზრუნველყოს კორპუსის სტაბილიზაცია და ხერხემლის დაცვა. ამისათვის საჭიროა შესაბამისი ვარჯიშებით გავაძლიეროთ ღრმა სტაბილიზატორი კუნთები, რითაც ვიღებთ ჯანმრთელ, ძლიერ ზურგს და რელიეფურ მუცლის პრესს.

ბბ-ის ქამარი ჩვენ გვეხმარება გავზარდოთ მუცლის შიდა წნევა, რომელიც თავის მხრივ ზრდის სხეულის სიმყარეს. სხეულის საერთო სტაბილიზაცია საშუალებას გვაძლევს ავწიოთ უფრო მძიმე წონა, ვიდრე მის გარეშე. ქამრით სარგებლობისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

1. მისვლებს შორის ქამარი უნდა შეიხსნათ.
2.
გადაეჩვიეთ ქამრის გამოყენებას მცირე და საშუალო წონებზე.
3.
ქამარი გამოიყენეთ მხოლოდ მაქსიმალური წონების აწევისას.

ქამრის ხშირი გამოყენება ადუნებს მუცლის კუნთებს, რადგან სიმძიმეებით ვარჯიშის დროს პრესის კუნთები აქტიურად უნდა მუშაობდნენ, ხოლო ქამრით ვარჯიშისას ეს არ ხდება.

Tags:ბოდიბილდერის ქამარიმუცლის შიდა წნევაქამარი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.