დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • ცხიმის ეფექტური წვის 12 წესი. 

გახდომა

15 მარ

ცხიმის ეფექტური წვის 12 წესი. 

  • In გახდომა

1. დღის განმავლობაში უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე იღებთ. მხოლოდ ამის მერე დაიწყებს ორგანიზმი გამოიყენოს ენერგიის წყაროდ ცხიმის მარაგი და შეავსოს ეს დეფიციტი.

2. ლიპოლიზი – როცა ორგანიზმი ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ, ხორციელდება ჟანგბადის გამოყენებით, ანუ ინტენსიური კარდიო დატვირთვისას.

3. კვება უნდა იყოს დღეში 4-ჯერ მცირე პორციებით. ეს აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს.

4. თუ გინდათ ცხიმის დაწვა, თქვენ უნდა ადრე დაწვეთ დასაძინებლად და დიდხანს გეძინოთ. ძილის დროს გამოიყოფა ბევრი ანაბოლური ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას.

5. დიეტის დროს არ უნდა მიიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, რადგან ორგანიზმი მათ სწრაფად ითვისებს და შიმშილის გრძნობაც მალე დგება.

6. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, ის შეიცავს უჯრედისს, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს და მის გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას. ასევე მათი სწრაფ ნახშირწყლებთან შეთავსებით შეამცირებთ მის გ. ი.

7. ცილებისგან არ გასუქდებით. პირიქით, ორგანიზმი მათ გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას.

8. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხიმები. ისინი საჭიროა ჰორმონალური სისტემისთვის. ქოლესტერინიც აუცილებელია, ამიტომ კვერცხი მიირთვით გულიანად.

9. ენერგიის ეფექტური ხარჯვისთვის უნდა ავარჯიშოთ დიდი კუნთები: ფეხები, ზურგი, მკერდი.

10. ცხიმისმწველები ეფექტურია მხოლოდ სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშებთან შეთავსებით, ცხიმისმწველები თავისთავად ცხიმს არ წვავენ.

11. სვით ბევრი წყალი. როცა ხართ დიეტაზე იღებთ დიდი რაოდენობით ცილებს, რაც ზედმეტად ტვირთავს თირკმელებს. წყალი ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებისას მიღებული ნარჩენების გამოდევნაში. ასევე ის აჩქარებს მეტაბოლიზმს.

12. ეფექტური ცხიმის წვისთვის ვარჯიშზე მიდით ნაკლები გლიკოგენის მარაგით, ანუ ვარჯიშამდე მიიღეთ ნაკლები ნახშირწყალი. ორგანიზმი ენერგიის ხარჯვისას გამოიყენებს ცხიმს და არა გლიკოგენს.

Tags:გლიკოგენილიპოლიზიცხიმის წვა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.